შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ჟირინოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ჟირინოვსკი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განათლება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რელიგია მართლმადიდებლობა[1]
პარტია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე/ები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ვლადიმერ ჟირინოვსკი (რუს. Владимир Вольфович Жириновский; დ. 25 აპრილი, 1946, ალმა-ათა — გ. 6 აპრილი, 2022, მოსკოვი, რუსეთი[2]) — რუსი პოლიტიკოსი. რლდპ-ის უცვლელი ლიდერი 1992 წლის 18 აპრილიდან გარდაცვალებამდე. 2000–2011 წლებში იკავებდა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე იყო ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს წევრი და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხუთგზის მონაწილე. 1993 წლიდან — რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), რუსეთის ფედერაციის დამსახურებული იურისტი (2000), საერთაშორისო სამართლის პროფესორი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. თადარიგის პოლკოვნიკი.[3]

ბიოგრაფია

დაიბადა 1946 წლის 25 აპრილს, ყაზახეთის სსრ-ის ქალაქ ალმა-ათაში.[3]

განათლება

1969-1970 წლებში, როგორც მომავალმა სტუდენტმა, სტაჟირება გაიარა სსრკ სახელმწიფო რადიოსა და საგარეო ეკონომიკის სახელმწიფო კომიტეტში. 1970 წელს წარჩინებით დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აღმოსავლური ენების ინსტიტუტი (ახლანდ. აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი) სპეციალობით „თურქეთი და თურქული ენა“. 1977 წელს — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საღამო განყოფილება იურისტის სპეციალობით.[3]

ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თურქულ ენებს.

ადრეული კარიერა

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ 1970-1972 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1972-1975 წლებში მუშაობდა მსოფლიოს დაცვის საბჭოთა კომიტეტის საერთაშორისო განყოფილების დასავლეთ ევროპის სექტორში. 1975–1977 წლებში — პროფკავშირული მოძრაობის უმაღლესი სკოლის დეკანატში, უცხოელ მოსწავლეებთან სამუშაოდ. 1975-1983 წლებში იყო სსრკ იუსტიციის სამინისტროს საზღვარგარეთის იურიდიული კოლეგიის თანამშრომელი. 1983–1990 წლებში ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „მირ“-ის („Мир“) იურიდიულ განყოფილებას.[3]

პოლიტიკური საქმიანობა

1989 წელს დააარსა საბჭოთა კავშირის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც 1992 წლის 18 აპრილს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (რლდპ) გახდა.[4] 1990 წლის 31 მარტიდან ჟირინოვსკი შეუცვლელად იკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.[3]

ჟირინოვსკი 1991 წელს რლდპ-დან იყო კანდიდატი რსფსრ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1996, 2000, 2008, 2012 და 2018 წლებში კი — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე.[3]

მონაწილეობდა 1993 წლის საკონსტიტუციო თათბირის მუშაობაში რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით. 1993 წელს არჩეულ იქნა სახელმწიფო დუმის დეპუტატად და ამ დროიდან მოყოლებული იყო პირველი (1994-1996), მეორე (1996-2000), მესამე (2000-2003), მეოთხე (2003-2007), მეხუთე (2007-2011), მეექვსე (2011-2016), მეშვიდე (2016–2021) და მერვე (2021-დან) მოწვევების წევრი. პირველი, მეორე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოწვევის დუმაში რლდპ-ის ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის დროს — სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილისა.[3]

პირადი ცხოვრება

ოჯახი

1971 წელს დაქორწინდა გალინა ლებედევაზე. მათი ვაჟი — იგორ ლებედევი (დ. 1972), მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ამას გარდა, დარჩა ორი ქორწინებაგარეშე შვილი.[3]

ჯანმრთელობის მდგომარეობა

2022 წლის 2 თებერვალს ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.[5] რუსული გამოცემის, „კომერსანტის“ ცნობით, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი 2 კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო.[6] გავრცელებული ინფორმაციით, იგი კორონავირუსით განვითარებული ორმხრივი პნევმონიის გამო მოხვდა საავადმყოფოში და დაზიანებული ჰქონდა ფილტვების 50–75%. მანამდე იგი რუსულ გამოცემებთან თავად ადასტურებდა, რომ 8-ჯერ იყო აცრილი სხვადასხვა რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით.[7] მკურნალობის დროს მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ორჯერ ჩავარდა კომაში.[8] 25 მარტს, სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის მიერ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა.[9] რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნული უარყო.[10] მოგვიანებით პრონიუშკინმა პოსტი წაშალა.[9]

სინამდვილეში კი, ვლადიმერ ჟირინოვსკი 2022 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა.[11]

პუბლიკაციები

გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი წიგნი, მათ შორის საკუთარი ნაწარმოებების 100 ტომი სათაურით „პოლიტიკური კლასიკა“.[3]

ჯილდოები

დაჯილდოებულია I (2021),[12] II (2016), III (2011) და IV (2006) ხარისხის ორდენებით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“, საპატიო ორდენით (2008), ალექსანდრე ნეველის ორდენით (2015), მედლებით, საპატიო სიგელებით, საპატიო ნიშნებით, საპატიო იარაღით.[3]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ВЛАДИМИР ЖИРИНОВСКИЙ: Я - ЕДИНСТВЕННЫЙ ПРАВОСЛАВНЫЙ
  2. Умер лидер ЛДПР Владимир Жириновский BBC
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 Биография Владимира Жириновского ru. РИА Новости. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2022
  4. Либерально-демократическая партия России ("Есть такие партии!") ru. www.scilla.ru. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2022
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. 9.0 9.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted