ვოდლოზერო
იერსახე
ვოდლოზერო (რუს. Водлозеро) — ტბა კარელიის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 36 კმ, სიგანე 16 კმ. ფართობი 322 კმ². საშუალო სიღრმე 4 მ. მდებარეობს 136 მ. სიმაღლეზე. სანაპირო ხაზი დაკლაკნილია. აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 200 კუნძულია. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის დონის რყევა წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მეტრია. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრა მაისშია. ერთვის მდინარე ილექსა. 1935 წლიდან ტბა გადააქციეს წყალსაცავად. მდიდარია თევზით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 440.