ზალ მაჰმუდ-ფაშა
ზალ მაჰმუდ-ფაშა (გ. 1580, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე.
მაჰმუდ-ფაშა დაიბადა ბოსნიაში. მოგვიანებით, იგი სულთან სულეიმან I-ის კარზე მოხვდა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ემსახურებოდა ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირს, დამატი რუსტემ-ფაშას. 1553 წელს, მან სულთნის ბრძანებით მოკლა ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე შეჰზადე მუსტაფა.1566 წელს, მაჰმუდ-ფაშა დაინიშნა ანატოლიის გუბერნატორად.[1]
ზალ მაჰმუდ-ფაშა გარდაიცვალა 1580 წელს, სტამბოლში. დაკრძალულია ეიუფის სასაფლაოზე. მისი ბრძანებით, ცნობილმა არქიტექტორმა სინანმა ააგო მისი სახელობის მეჩეთი.[2]
1572 წელს, მაჰმუდ-ფაშა დაქორწინდა სულთან სელიმ II-ის ქალიშვილზე, შაჰ სულთანზე). ამ ქორწინების შემდეგ იგი გახდა ოსმანების დინასტიის სიძე „დამატი“.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted