ზამთრის ოლიმპიური თამაშები
იერსახე
ზამთრის ოლიმპიური თამაშები — უმსხვილესი საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის ზამთრის სახეობებში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს თამაშები პირველად 1924 წელს ჩატარდა, როგორც ზაფხულის თამაშების დამატება. ზოგიერთი ზამთრის სპორტის სახეობა ზაფხულის თამაშებში დამატებულ იქნა 1908 და 1920 წელს. 1924-92 წლებში ზამთრის თამაშები იმავე წელს ტარდებოდა, რაც ზაფხულის. 1994 წლიდან ზამთრის თამაშები ტარდება 2 წლის ინტერვალში ზაფხულის თამაშებიდან.
პრიზიორები
1924—2014 წლებში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები საერთოგუნდურ ჩათვლაში 23 ტურნირის შემდეგ გახდნენ:
- საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ — 9-ჯერ,
- ნორვეგია — 7-ჯერ,
- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა/გერმანიის დროშა გერმანია — 4-ჯერ,
- კანადის დროშა კანადა — 1-ჯერ,
- აშშ — 1-ჯერ,
- შვედეთის დროშა შვედეთი — 1-ჯერ
|