ზარზმა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
სოფელი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზარზმა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | ადიგენის მუნიციპალიტეტი | ||||
თემი | ზარზმა | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | 2377 ჰა კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1300 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 321[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ზარზმა — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზარზმის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზარზმა, უტყისუბანი).[1]
მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 38 კმ-ით.
ისტორია
ზარზმა მდებარეობს ისტორიული სამცხის ქვაბლიანის თემში. პირველად იხსენიება ბასილი ზარზმელის თხზულება „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში”, რომლის მიხედვითაც მინიშნებამ და სასწაულებმა აიძულეს ბერები მონასტრის ასაშენებლად შეერჩიათ ერთი უდაბური, ტყიანი ადგილი. აქ აურჩევიათ შესაფერისი ბორცვი ეკლესიისათვის და მის აღმოსავლეთით — მშვენიერი წყარო. „ცხოვრების” ავტორის სიტყვით, მომხდარი სასწაულების შემსწრე ხალხს შიშის ზარი დაუფლებია, რის გამოც ამ ადგილისთვის ზარზმა დაურქმევიათ. ზარზმის მონასტრის დაარსების შემდეგ თანდათან მოშენებულა სოფელიც, რომლის სიახლოვეს აუგიათ ციხე-კოშკი. სოფელში ახლაცაა ზარზმელის „ცხორებაში” მოხსენიებული წყარო („თამარის წყარო“), რომელსაც შუა საუკუნეებში ამოუშენეს კედლები, გადახურეს და შეამკეს რელიეფური გამოსახულებებით.
მზეჭაბუკ ათაბაგმა 1500–1515 წლებში ზარზმის მონასტერი, მისი კუთვნილი სოფლებითა და აგარაკებით, აწყურის ტაძარს შესწირა. ოსმალეთის მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ზარზმა შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში. მაშინ იქ სოფელი უკვე აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეკლესიის მსახური ათი კომლია აღწერილი (აზარ მოსიასძე, მღვდელი საბია გუბელისძე, ივანე კაპანასძე, ტეტია მახარებლისძე, მღვდელი სიმონ ფირალასძე, სიმონ პაპასძე, ისაკა გიორგისძე და სხვ.). მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ცერცვი, ფეტვი, მუხუდო, სელის თესლი (ზეთისთვის) და ბოსტნეული; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი და იხდიდნენ გადასახადს 8 000 ახჩის ოდენობით. 1829 წელს ზარზმა სამცხესთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.
1944 წელს ზარზმის მაჰმადიანი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს, მოგვიანებით კი სოფელში რაჭველები და აჭარლები ჩაასახლეს. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ადიგენის მეცხოველეობისა და მემცენარეობის მეურნეობა, შედიოდა მლაშეს სოფსაბჭოში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 394 | 190 | 204 |
2014[1] | ფაილი:Decrease2.svg 321 | 170 | 151 |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 485.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 312.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ თარგი:სახელმწიფო აღწერა 2002
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted