შინაარსზე გადასვლა

ზურაბ იონანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ზურაბ იონანიძე (დ. 2 დეკემბერი, 1971, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.

კარიერა

საკლუბო

ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (1999–2000, 2000–01, 2001–02). ორჯერ მოიგო ბომბარდირთა დავა (1999–2000, 2002–03). 2000, 2003 და 2006 წლებში დასახელდა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

2009 წელს იონანიძე გახდა უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ისტორიის მანძილზე (216 გოლი) და ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიითვალა 200 გოლი ეროვნულ ჩემპიონატში.

სანაკრებო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 1996 წლის 24 აპრილს, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც მატჩის 63-ე წუთზე კახი გოგიჩაიშვილი შეცვალა. მატჩი ბუქარესტში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5–0 დამთავრდა.

თავისი ერთადერთი სანაკრებო გოლი კი 2001 წლის 9 მაისს, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებითან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მატჩი ქუთაისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.

სამწვრთნელო

2014 წელს წვრთნიდა მარტვილის „მერანს“.[1] 2016 წლიდან მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად.

სანაკრებო სტატისტიკა

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
ესკიზის შექმნის შეცდომა:
1996 1 0
2000 1 0
2001 1 1
2006 1 0
ჯამში 4 1

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 24.04.1996 ბუქარესტი რუმინეთი რუმინეთის დროშა 5–0 ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველო ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63' [2]
2 26.04.2000 ერევანი სომხეთი სომხეთის დროშა 0–0 ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველო ამხანაგური [3]
3 09.05.2001 ქუთაისი საქართველო ესკიზის შექმნის შეცდომა: 1–0 აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ამხანაგური გოლი 62' [4]
4 27.05.2006 ალტენკირხენი საქართველო ესკიზის შექმნის შეცდომა: 1–3 ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია ამხანაგური შეცვლაზე შესვლა after 66 წუთი 66' [5]

მიღწევები

საკლუბო

ესკიზის შექმნის შეცდომა: ტორპედო ქუთაისი
ესკიზის შექმნის შეცდომა: ზესტაფონი

ინდივიდუალური

ფაქტები

შოთა არველაძესთან ერთად შესულია საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.[7]

ზურაბ იონანიძე ერთადერთი ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატში, რომელმაც 200-გოლიან ნიშნულს გადააბიჯა.

2020 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა ვებ-გვერდზე, „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ქუთაისის „ტორპედოს“ დამოუკიდებლობის პერიოდის საუკეთესო მოთამაშედ ზურაბ იონანიძე აღიარეს.[6]

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · FBref.com · Football Database.eu · National-football-teams.com · Soccerway · Transfermarkt

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted