თაკა (ნავი)
თაკა — ტრადიციული პატარა ნავი, ტიპიურია თურქეთის შავი ზღვის სანაპიროსთვის. ის გამოიყენება სათევზაოდ, ტვირთის გადასაზიდად ან შეზღუდული რაოდენობით მგზავრების გადასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოირჩევა სისწრაფით, ის კარგად არის ბალანსირებული და უძლებს შავი ზღვის ძლიერ ტალღებს. ნავის სიგრძე 8-იდან 12 მეტრამდე მერყეობს და 5-დან 10 ტონის სიმძიმის ტვირთების გადაზიდვა შეუძლია. თურქეთში თაკა ძირითადად ლაზი ხალხის მიერ იგება და შესაბამისად ის ხშირად ლაზურ, ან ერთიან შავი ზღვის კულტურასთან ასოცირდება. მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ის პირველად მე-19 საუკუნეში გვხვდება. თავიდანვე შავიზღვისპირა მოსახლეობისთვის, თაკა ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო და შეუცვლელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ის გამოიყენებოდა როგორც ეკონომიკური, ისევე სოციალური და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ საშუალებად. ამ მცირე დროის მანძილზე ის თურქეთის შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი მთავარი მაინდენტიფიცირებელ სიმბოლოდ იქცა. თაკა ასევე ეფექტურად გამოიყენებოდა თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში, უცხოეთიდან კონტრაბანდული იარაღების გადმოსაზიდად. უფრო ადრე კი თაკა რუსეთის იმპერიიდან გამოდევნილ მუჰაჯირებს, და შემდგომ საბჭოთა კავშირიდან ლტოლვილ მგზავრებს ემსახურებოდა.
ლიტერატურა
- "Encyclopedic Dictionary of Black Sea" ("Karadeniz: Ansiklopedik Sözlük", 2005, ISBN 975-6121-00-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted) by Özhan Öztürk
- Web site about the culture/history/life and a travel guide for the Black Sea region of Turkey Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Web portal of Turkish shipmodelling aficionados