მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალმოკიდებული რაიხსტაგიალმოკიდებული რაიხსტაგი
1594 : ნავარის მეფე ანრი IV შარტრის ტაძარში საფრანგეთის მეფედ აკურთხეს, რაც ბურბონთა დინასტიის დასაბამი გახდა.
1801 : ვაშინგტონი — ახალი ქალაქი და აშშ-ის დედაქალაქი - აშშ-ის კონგრესის იურისდიქციაში მოექცა.
1861 : ვარშავაში დაიწყო რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები. რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი პროტესტანტი მოკლეს.
1900 : მიუნხენში საფეხბურთო კლუბი „ბავარია“ დაარსდა.
1919 : ვილნიუსში გამოცხადდა ლიტვა-ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - ლიტბელი.
1933 : ბერლინში რაიხსტაგის შენობას ცეცხლი წაუკიდეს (სურათზე) — მოვლენა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარებაში.