მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ კოხი რობერტ კოხი
1603 : შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI ინგლისისა და ირლანდიის სამეფო ტახტზე ადის და პირველად ისტორიაში აერთიანებს სამ სამეფოს.
1882 : გერმანელმა ექიმმა რობერტ კოხმა (სურათზე) ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის (Mycobacterium tuberculosis ) აღმოჩენა გამოაქვეყნა.
1896 : ალექსანდრე პოპოვმა პირველი რადიოტრანსლაცია მოახდინა მორზეს კოდით .
1976 : ბინძური ომი : უსისხლო გადატრიალების დროს არგენტინის პრეზიდენტი იზაბელ პერონი შეიპყრეს და პოსტიდან გადააყენეს.
1989 : ტანკერიდან „ექსონ ვალდესი“ 10 მილიონ გალონზე მეტი ნავთობი ჩაიღვარა წყალში ალასკასთან , რამაც ისტორიაში უდიდესი გარემოს დაბინძურება გამოიწვია ზღვაზე .
1972 : დიდი ბრიტანეთი პირდაპირ მმართველობას აწესებს ჩრდილოეთ ირლანდიაზე .
1999 : კოსოვოს ომი : ნატომ საჰაერო დაბომბვები დაიწყო იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რაც პირველი შემთხვევა გახდა, როდესაც ნატო სუვერენულ სახელმწიფოს დაესხა თავს.