თარგი:დღის სტატია:07-7
იერსახე
Live Earth (ინგლ. ცოცხალი დედამიწა) — პოპ- და როკ-მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მიზანი გლობალური დათბობის პრობლებაზე და ადამიანის როლზე ამ მოვლენაში ყურადღების მიქცევა იყო. აქციის ორგანიზატორი აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი იყო. ფესტივალის კონცერტები 2007 წლის 7 ივლისს გაიმართა დედამიწის შვიდ კონტინენტზე:
- ავსტრალია — სიდნეი (ავსტრალია)
- აზია — შანხაი (ჩინეთი), ტოკიო და კიოტო (იაპონია)
- ჩრდილოეთი ამერიკა — ნიუ-იორკი და ვაშინგტონი (აშშ)
- სამხრეთი ამერიკა — რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია)
- ანტარქტიდა — კვლევით ცენტრში „როტერი“
- აფრიკა — იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
- ევროპა — ლონდონი (გაერთიანებული სამეფო) და ჰამბურგი (გერმანია)