თარგი:დღის სტატია:09-8
იერსახე
![მაკედონიის დროშა](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Flag_of_North_Macedonia.svg/langka-145px-Flag_of_North_Macedonia.svg.png)
ჩრდილოეთი მაკედონია (მაკედ. Северна Македонија, ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა მაკედ. Република Северна Македонија) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა, თუმცა საბერძნეთთან უთანხმოების გამო, 1991-2019 წლებში მისი ოფიციალური სახელი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (მაკედ. поранешна Југословенска Република Македонија) იყო.