იაზონის მღვიმე
იაზონის მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ქუთაისი |
აბსოლუტური სიმაღლე | 75 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 6 მ |
სიგრძე | 40 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ჰავა | დინამიური |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
იაზონის მღვიმე, წყალწითელას მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მდებარეობს ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ გოდოგანის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში,[1] ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე. აღმავალი დახშული მღვიმეა. სიგრძე 40 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ქიმიური ნალექებით ღარიბია. გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტები, სტალაგნატები და სტალაგმიტები. მექანიკურიდან კლასტური მასალა. შუა ადგილას ლამი და ტალახია.[2] არის კულტურული ნაფენები. 10 მ-ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ-დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ-მდე დაბლდება. ბოლოში ლამიანი ჩამონაშალითაა გადაკეტილი. ჰავა დინამიურია, მშრალი. ჭერიდან წვეთავს. მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. წინა ნაწილში ხარობს სინათლის მოყვარული ბალახეული მცენარეები, სოკოები, მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიები, ათფეხიანები, მწერები და სხვა. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს, რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.[3] იაზონის მღვიმე ბუნების ძეგლია.[4]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2018. — გვ. 157.
- ↑ ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966
- ↑ ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted