შინაარსზე გადასვლა

იან პოტოცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Jan Potocki by Alexander Varnek.PNG
პოტოცკის პორტრეტი

იან პოტოცკი (პოლ. Jan Potocki დ. 1761 — გ. 1815) — პოლონელი მეცნიერი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გეოგრაფი, რუსეთის აკადემიის ნამდვილი წევრი. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიული და არქეოლოგიური მიზნით მოიარა რუსეთის იმპერიის სამხრეთ ტერიტორიები, ყირიმი და კავკასია 1798 წელს. პოტოცკი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სლავების ძველი ისტორიით, რასაც რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა. 1805 წელს ჩინეთში, გრაფ გოლოვკინის ელჩობის შემადგენლობაში ყოფნისას დაუახლოვდა იულიუს ფონ კლაპროთს. პოტოცკის ნაშრომი „მოგზაურობა ასტრახანის სტეპებსა და კავკასიაში“ გამოსცა კლაპროთმა 1829 წელს, ფრანგულ ენაზე მისი სიკვდილის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში