იბელინები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ოქროსფერ ფონზე წითელი ჯვარი | |
პერიოდი | XII-XIV საუკუნე |
ტიტული | იაფის გრაფები, რამლის, ნაბლუსისა და ბეირუთის ლორდები (სენიორები) |
ქვეშევრდომობა | იერუსალიმის სამეფოს დროშა იერუსალიმის სამეფო |
სამფლობელოები | იაფა, რამლა, ნაბლუსი, ბეირუთი, არსუფი |
სასახლეები | იბელინი |
სამოქალაქო საქმიანობა | იერუსალიმისა და კვიპროსის უმაღლესი თანამდებობის პირები |
იბელინები ან იბელენები (ფრანგ. Maison d'Ibelin — იბელინთა საგვარეულო) — გავლენიანი ფეოდალური გვარი, რომლის წარმომადგენლები XII-XIV საუკუნეებში იყვნენ იერუსალიმისა და კვიპროსის სამეფოს უმსხვილესი მიწის მესაკუთრეები. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ლუზინიანთა სამეფო დინასტიასთან და დაკავებული ჰქონდათ კვიპროსის სამეფოს უმაღლესი სახელმწიფო პოზიციები.
ციხესიმაგრე
იბელინი (ფრანგ. Ibelin) ფრანგულად ეწოდა ციხესიმაგრეს იერუსალიმის სამეფოში, დღევანდელი იავნე. იგი აშენდა 1141 წელს იაფას და ასკალონს შორის, რამლის და მონჟისარის ახლოს. ამ დროს ასკალონი ფატიმიდების სახალიფოს ეკუთვნოდა, რომლებიც ყოველწლიურად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ იერუსალიმის სამეფოს მიწებს. ახალი ციხესიმაგრე გათვლილი იყო ამ ტერიტორიების დასაცავად და მუსლიმთა შესაჩერებლად. მის პირველად ნაგებობას ჰქონდა ოთხი კოშკი.
იბელინის სენიორები
- ბარისან დე იბელინი (1134-1150)
- ჰუგო დე იბელინი (1150-1170)
- ბალდუინ დე იბელინი (მემკვიდრეობა მიიღო 1170 წელს, მაგრამ მალევე ბალიანს გადაეცა)
- ბალიან დე იბელინი (1170-1193)
- ჟან I დე იბელინი (1193-1236)
- მოგვიანებით იბელინის სენიორია ეკუთვნოდა იაფის და ასკალონის გრაფებს
გენეალოგია
|
ლიტერატურა
- Ришар, Жан. Латино-Иерусалимское королевство Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted / Пер. с фр. А. Ю. Карачинского ; Вступ. ст. С. В. Близнюк. — СПб.: «Издательская группа Евразия», 2002. — 448 с. — 2000 экз. — ISBN 5-8071-0057-3.