იბერ-ინფო
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შპს იბერ-ინფო — პროგრამული პროდუქტის რეალიზატორი საქართველოში.
ისტორია
კომპანია დაფუძნდა 1997 წელს. იმავე წელს გააფორმა სადილერო ხელშეკრულება „ინფო ბუღალტერის“ მწარმოებელ ფირმა „Информатик“-თან. კომპანიამ მალევე გამოუშვა „ინფო ბუღალტერის“ ქართული ვერსია, რომელმაც მალევე დაიკავა თავისი ადგილი ბაზარზე. 2007 წელს შპს „იბერ-ინფოს“ მიენიჭა „ინფო ბუღალტერის“ დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამჟამად კომპანია მუშაობს „ინფო ბუღალტერის“ სომხური ვერსიის შექმნაზე.
კომპანია დღესდღეობით ორი პროგრამული პროდუქტის უზრუნველყოფითაა დაკავებული. ესენია:
- საბუღალტრო პროგრამა - ინფო ბუღალტერი.
- იურიდიული პროგრამა - ინფო კონსულტანტი.