ილიკო ქურხული
ილიკო ქურხული | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ილიკო ქურხულის კონცერტი თელავში, ვასილ როინაშვილის ფოტო, 1930 | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ილიკო (ილია) პეტრეს ძე ქურხული (დ. 7 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი], 1885, თბილისი ― გ. 24 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი).
ბიოგრაფია
1904–1906 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი.
1913 წელს დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921–1927 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927-იდან კვლავ საქართველოშია და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. მუშაობდა ქართულ ხალხურ საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.
ლიტერატურა
- ღვინიაშვილი ა., მოხეტიალე მუსიკოსი, თბ., 1959;
- ჩიტალაძე ტ., სტვირის კვალდაკვალ, თბ., 1962;
- ქურხული ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 577.