შინაარსზე გადასვლა

ირემელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირემელი
ირემელი
ირემელი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთი
სიმაღლე 1582 
ქედი სამხრეთი ურალი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ირემელი (რუს. Иремель; ბაშკ. Ирәмәл) — მთის მასივი რუსეთში, ბაშკირეთში. მდებარეობს სამხრეთ ურალში. წარმოადგენს მრავალმწვერვალიან მასივს, რომლის შემადგენლობაში ძირითადად გამოიყოფა: დიდი ირემელი (1582,3 მ) და მცირე ირემელი (1449,4 მ), რომლებიც ერთმანეთისაგან უნაგირისებრი მონაკვეთით არიან გამოყოფილი, რომლის სიგანეა დაახლოებით 1 კილომეტრი, ხოლო სიმაღლე 1200-1250 მ. მასივის შემადგენლობაშია აგრეთვე მთა ჟერებჩიკი (1184 მ).

ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 12 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 8 კილომეტრზე. მასივის მთისძირში განლაგებულია მდინარეების: თიგინის, სინიაკის, დიდი ავნიარის, კარაგაიკისა და თიულიუკის სათავეები. ეს მდინარეები ბაშკირეთის უგრძესი მდინარის — ბელაიის შენაკადებია.

დამახასიათებელია რელიეფის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის: კურუმები, ქვიური ქალაქები და მოწმეები. ირემელი აგებულია კვარციტ-ქვიშაქვებით. ნიშანდობლივია ლანდშაფტების მაღალი სარტყლურობა. ფერდობები შემოსილია წიწვოვანი ტყით, ხოლო მწვერვალზე მთის ტუნდრაა. კალთები ძლიერ არის დანაწევრებული.

ბაშკირეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტერიტორია, რომელიც მიბჯენილია ირემელის მასივს (ავალიაკის ქედის ჩათვლით) ბუნების პარკად არის გამოცხადებული.

ორონიმი (მწვერვალის სახელწოდება) ძალიან ძველია, არ აქვს ერთმნიშვნელოვანი ეტიმოლოგია, იგი რეკონსტრუირებულია ბაშკირული და მონღოლური ენებისაგან.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ირემელი&oldid=216205“-დან