შინაარსზე გადასვლა

იტასის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იტასის ტბა
კოორდინატები: თარგი:Nobr
მდებარეობა მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1221 
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 10 
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

იტასის ტბა (ფრანგ. Lac Itasy) — ვულკანური წარმოშობის ტბა მადაგასკარში,[1] იტასის რეგიონში. განფენილია ანალავორის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში, სოავინანდრიანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კმ-ში, ხოლო ანტანანარივუდან 120 კმ-ში. მდებარეობს იტასის ვულკანური ველის ფარგლებში, ზღვის დონიდან 1221 მ სიმაღლეზე. ტბის ზედაპირის ფართობია 35 კმ². წყლის დონე მუდამ ცვალებადია. საშუალო სიღრმე 4 მ აღწევს, ხოლო ცენტრალური ნაწილი 10 მ სიღრმისაა. აღმოსავლეთით ტბას ერთვის მდინარეები ანდრანომენა და მარიანდრანო, გამოედინება მდინარე ლილი. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. მტკნარწყლიანია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მარშებია. ტბის ნაპირებთან არის დასახლებული პუნქტები, რომელთაგან აღსანიშნავია ქალაქი ამპეფი.[2]

სქოლიო

  1. Lac Itasy — Getamap
  2. Lake Itasy — Description. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-12. ციტირების თარიღი: 2015-03-03.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted