კალიფსო (თანამგზავრი)
კალიფსო | ||||
---|---|---|---|---|
![]() ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 13 თებერვალი, 2010 წ. | ||||
სხვა სახელები | სატურნი XIV და თეტისი C | |||
აღმოჩენა | ||||
აღმოჩენის თარიღი | 13 მარტი, 1980 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 294 619 კმ | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.000 | |||
დახრილობა (i) | 1.56° (სატურნის ეკვატორთან) | |||
ვისი თანამგზავრია | სატურნი | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 30,2 × 23 × 14 | |||
საშუალო რადიუსი | 10.7±0.7 კმ | |||
ალბედო | 1,34±0,10 | |||
| ||||
|
კალიფსო (ბერძ. Καλυψώ) — სატურნის ერთ-ერთი მთვარე. აღმოაჩინეს 1980 წელს და აღნიშნეს სახელით S/1980 S 25 (სატურნის 25-ე მთვარე, აღმოჩენილი 1980 წელს). 1983 წელს მას ოფიციალურად უწოდეს კალიფსო — ძველბერძნული მითოლოგიური ფერიის პატივსაცემად. ასევე ეწოდება სატურნი XIV და თეტისი C.
კალიფსო თანაორბიტალურია სხვა მთვარესთან, თეტისთან და მდებარეობს მისი მოძრაობის ლაგრანჟის წერტილთან, თეტისიდან 60 გრადუსით უკან. მათი ასეთი ურთიერთობა პირველად 1981 წელს შენიშნეს. თეტისის ლაგრაჟის სხვა წერტილში, მისგან 60 გრადუსით სხვა მიმართულებით მდებარეობს კიდევ ერთი მთვარე — ტელესტო. კალიფსოს და ტელესტოს „თეტისის ტროელებს“ უწოდებენ, ტროელი ასტეორიდების მსგავსად და მიეკუთვნებიან იუპიტერის ე. წ. „ტროელ მთვარეებს“.
სატურნის სხვა მრავალი პატარა მთვარისა და ასტეორიდის მსგავსად, კალიფსოს უსწორმასწორო ფორმა აქვს, გამოირჩევა დიდი კრატერებით და როგორც ჩანს, ზედაპირზე აქვს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც კრატერების გარეგან სახეს ათანაბრებენ. მისი ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე ამრეკლავია მზის სისტემაში, 1,34 ვიზუალური გეომეტრიული ალბედოთი. ასეთი ძალიან მაღალი ალბედო განპირობებულია სატურნის E რგოლიდან მომდინარე მტვრის ნაწილაკთან ნაკადით. პლანეტის ეს თხელი რგოლი შედგება წყლის ყინულის ნაწილაკებისგან, რომლებიც სატურნის კიდევ ერთი მთვარის — ენცელადის სამხრეთ პოლუსზე არსებული გეიზერებისგანაა წარმოქმნილი.
გალერეა
-
13 თებერვალი, 2010
-
ხომალდ კასინის ფოტო, 23 სექტემბერი, 2005
-
ვოიაჯერ 2-ის ფოტო, (აგვისტო 1981)
ლიტერატურა
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

- Mason, Betsy. (February 15, 2010) New Close-Ups of Saturn's Moons Mimas and Calypso. wired.com. Condé Nast Digital. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (supporting online material, table S1)
რესურსები ინტერნეტში
- Calypso Profile Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted by NASA's Solar System Exploration
- The Planetary Society: Calypso Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Animation of photos from Cassini 2010-02-13 flyby on YouTube