კასრის საყდარი
კასრის საყდარი | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | კახი |
ადგილმდებარეობა | კახის მახლობლად. |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | VIII სკ. |
კასრის საყდარი — ეკლესია აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ისტორიულ საინგილოში, კახიდან დასავლეთით, მდინარე კობალას მარჯვენა ნაპირზე.
ისტორია
კასრის სამების საყდრის აშენების შესახებ ცნობა მოიპოვება ქართულ მატიანეში. იგი აგებული ყოფილა საქართველოს მეფე არჩილის მიერ (VIII საუკუნე). ჯუანშერის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ არჩილ მეფე „დაჯდა წქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაკაუსტისასა აღაშენენ ციხე“. კასრის სამების საყდარი მრავალგზის აოხრებული და აღდგენილი ძეგლია. უკანასკნელად იგი 1912 წელს აღუდგენია საკუთარი სახსრებით მღვდელ მიხეილ ყულოშვილს. აღდგენიდან 10 წლის შემდეგ კასრის საყდარი საბოლოოდ დაარბიეს მუსავატელებმა, გასული საუკუნის 80–იან წლებში საყდრისაგან მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი. ზ. ედილის ცნობა სწორედ ამ ნანგრევებში დარჩენილ „კლდის ნამტვრევ ქვებზე“ მიუთითებს. დღეს მისგან ფაქტობრივად მხოლოდ ნანგრევების გროვაა დარჩენილი.
არქიტექტურა
კარსის საყდრის შემორჩენილი კედლის ფრაგმენტებში (დასავლეთის კარიბჭესთან და აბსიდაში დაახლოებით 1.50–2.00 მ სიმაღლეზე) საშენ მასალად გამოყენებულია ხევის რიყის ქვა და ნაწილობრივ ფორებიანი გაუთლელი ქვა. კედლის სისქე 80 სმ უდრის. საყდარი წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას გარე კედლების სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით.
კასრის საყდრის გეგმა სწორკუთხედს წარმოადგენს (8.25 X 5.56 მ), კედლების გარეთა სიბრტყეები სრულიად გლუვია, არ გააჩნია არავითარი გამოწევა ან ჩაღრმავება.
კასრის საყდარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კასრის საყდარი“ ვიკისაწყობში.
- კასრის საყდარი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიტერატურა
- გ. მარჯანიშვილი, ჰერეთი, თბ., 2005
- ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947
- ი. ადამია, „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. საინგილო“, თბ., 1979
- ლ. ჭილაშვილი, კახეთის ქალაქები, თბ., 1980