შინაარსზე გადასვლა

კაურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაურა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სათავე გვიანის ზეგანი
სიგრძე 723 კმ
აუზის ფართობი 52 000 კმ²
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|კაურა]] ვიკისაწყობში

კაურა (ესპ. Río Caura) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, მდინარე ორინოკოს მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 723 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 52 000 კმ². სათავე აქვს გვიანის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, ამ უკანასკნელს კვეთს სამხრეთიდან ჩრდილოეთური მიმართულებით, სადაც ქმნის ჭორომებსა და ჩანჩქერებს. კაურა წყლიანობის მიხედვით მდინარე ორინოკოს შენაკადებს შორის (კარონის შემდეგ) მეორე ადგილზეა. კარონისთან და ვენტუარისთან ერთად იგი მიეკუთვნება პიგმენტაციური მდინარეების რიცხვს. ქვემო მონაკვეთი მეტად განიერია, ადგილ-ადგილ მდინარის სიგანე 1500 მეტრია. კაურას ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე ერებატო, რომელიც აგრეთვე უხვწყლიანია.

წყლის ხარჯი 3 000 მ³/წმ. სანაოსნოა მდინარე ორინოკოდან 257 კილომეტრზე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • WILLIAMS, Llewelin. Exploraciones botánicas en la Guayana venezolana. El medio y bajo Caura. Caracas: Tipografía La Nación, 1942.
  • CHAFFANJON, Jean. Voyage à travers les Llanos du Caura et aux Sources de l’Orénoque. Paris: 1885-87.
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კაურა&oldid=107791“-დან