შინაარსზე გადასვლა

Quercus petraea

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კლდის მუხა)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Quercus petraea

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  მუხა
სახეობა:  Quercus petraea
ლათინური სახელი
Quercus petraea
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

Quercus petraea — კლდის მუხა (სინონიმი: Quercus sessiliflora — მჯდომარეყვავილიანი მუხა) ორლებნიანთა კლასის ხე წიფლისებრთა ოჯახიდან, აგრეთვე ცნობილია, როგორც ირლანდიური მუხა, გელთა მუხა (Dair ghaelach), სადაც იგი ქვეყნის ოფიციალურ ეროვნულ ხეს წარმოადგენს. საკულტო პატივს სცემდნენ და საკუთარ სახელს უწოდებდნენ ამ სახელს უელსელები და კორნუოლელებიც (უელსური მუხა, კორნუელსის მუხა). გავრცელებულია ევროპის კონტინენტის უმეტეს ნაწილსა, ანატოლიასა და ირანში.

ბოტანიკური აღწერა

კლდის მუხა წარმოადგენს წიფლისებრთა ოჯახის 20-40 მეტრი სიმაღლის ფოთოლმცვენ ხეს, რომელიც ფრიად წააგავს მუხის გვარის მეორე სახეობას Q. robur-ს (შესაძლოა, ქართულ მუხასაც), რომელთა გავრცელების არეალები ერთმანეთს გადაფარავს. ფოთლები 7-14 სმ სიგრძისაა და 4-8 სმ სიგანის, თანაბრად დანაკვთული 5-6 ნაკვთად თითოეულ მხარეზე და გააჩნია 1 სმ სიგრძის ფოთლის ყუნწი. ყვავილობს გაზაფხულზე. ნაყოფი 2-3 სმ სიგრძის და 1-2 სმ სიგანის რკოა, რომელიც დაახლოებით 6 თვეში მწიფდება.

მნიშვნელოვანი ბოტანიკური განსხვავებები ყუნწიანი მუხისაგან (Quercus robur) მდგომარეობს ყუნწიან ფოთლებში, მაგრამ უყუნწო (მჯდომარე) რკოებში, საიდანაც მოდის ერთ-ერთი სახელწოდება ამ მუხისა. ეს მუხა ზღვის დონიდან 300 მეტრზე მაღლა მდებარე მაღლობ არეებში გვხვდება, სადაც ნალექი შედარებით უხვია, ხოლო ნიადაგი შედარებით მწირია, მეტი მჟავიანობით და ქვიშიანობით. დაახლოებით ამასვე მიუთითებს კლდის მუხის ლათინური სახელიც, petraea ნიშნავს კლდოვანს.[1]

Quercus robur, მეორე მხრივ, უპირატესობას ანიჭებს უფრო დაბლა მოთავსებულ მდიდარ ნიადაგებს. იქ, სადაც ეს ორი სახეობა გვერდიგვერდ ხარობს, ნანახია ნაყოფიერი ბიოლოგიური ჰიბრიდები, სახელწოდებით Quercus × rosacea, რომელთა თვისებები გარდამავალია მშობელ სახეობებს შორის.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Harrison, Lorraine (2012). RHS Latin for gardeners. United Kingdom: Mitchell Beazley, გვ. 224. ISBN 9781845337315Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Quercus_petraea&oldid=140957“-დან