შინაარსზე გადასვლა

კომეტის კუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Comet Parts.svg
კომეტის კუდის დიაგრამა. NASA
ესკიზის შექმნის შეცდომა:
კომეტა ჰოლმსი 2007 წელს.
კომეტა ლავჯოი
ფაილი:Cometorbit01.svg
კომეტის ორბიტა. გაზისა და იონური კუდების სხვადასხვა მიმართულება მზის გარშემო მოძრაობისას

ფაილი:Encke tail rip off.ogv კომეტის კუდი და კომა — მახასიათებლები, რომლებიც დაიმზირება კომეტებთან, როდესაც ისინი მზის შუქით არიან განათებული. დედამიწიდან მისი ხილვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც კომეტა შიდა მზის სისტემაში ჩაივლის. შიდა მზის სისტემასტან მიახლოებისას, მზის რადიაცია მისი შემადგენელი ელემენტების აორთქლებას იწვევს, რომლებიც მტვრის სახით მას კუდივით სდევენ თან. განცალკევებული კუდები ფორმირდება მტვრისა და გაზისგან, რომლებიც დედამიწიდან სხვადასხვანაირი ფენომენების სახით ჩანს. მტვერი მზის სხივებს პირდაპირ ირეკლავს, გაზი კი იონიზაციის გზით ხურდება. კომეტათა უმრავლესობის ხილვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, ზოგიერთი კომეტა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს.

წარმოქმნა

გარე მზის სისტემაში კომეტები გაყინულია და უკიდურესად პატარა ზომის გამო, დედამიწიდან მათი დაფიქსირება ძალიან რთული ან მთლად შეუძლებელია. არააქტიურ კომეტატა გროვა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დაფიქსირებულია კოიპერის სარტყელში.[1][2] შიდა მზის სისტემასტან მიახლოებისას, მზის რადიაცია მისი შემადგენელი ელემენტების აორთქლებას იწვევს, რომლებიც მტვრის სახით მას კუდივით სდევენ თან. მტვრისა და გაზის ნაკადი უკიდურესად გაიშვიათებულ ატმოსფეროში კომეტის გარშემო წარმოქმნის უზარმაზარ ფორმაციას, რასაც კომას უწოდებენ. ამის შემდეგ, კომაზე მოქმედი მზის რადიაციული წნეხი და მზის ქარები განაპირობებენ კომისგან უზარმაზარი კუდის წარმოქმნას, რომელიც მზის საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული.

გაზისა და მტვრის ნაკადები საკუთარ განსხვავებულ კუდებს წარმოქმნიან. მტვრის კუდი კომეტის ორბიტისგან მარცხნივაა ისე, რომ ხშირად წარმოქმნის გამრუდებულ კუდს, რომელსაც ანტიკუდს უწოდებენ. იონური, გაზისგან შემდგარი კუდი კი ყოველთვის მზის ქარების მიმართულებას მიჰყვება, რადგან მასზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს მაგნიტური ველი. პარალაქსის გამო, კუდი დედამიწიდან ხანდახან საწინააღმდეგო მიმართულებითაც ჩანს.

ზომა

მიუხედავად იმისა, რომ კომეტათა უმრავლესობის სიგრძე 50 კილომეტრზე ნაკლებია, მათი კომა შესაძლებელია მზეზე დიდი იყოს, იონური კუდი კი ხშირად 3,8 ასტრონომიული ერთეულის სიგრძისაა (568 471 908 660 მეტრი). 2007 წლის 3 თებერვალს, კოსმოსურმა აპარატმა ულისემ მოულოდნელად გადაკვეთა კომეტა C/2006 P1-ის კუდი.[3][4]

მაგნიტოსფერო

კომეტის ანტიკუდებზე დაკვირვებამ დიდი წვლილი შეიტანა მზის ქარების აღმოჩენის საქმეში.[5] იონური კუდი ულტრაიისფერი გამოსხივების დამსახურებაა, რომელიც კომის ნაწილაკებიდან ელექტრონებს წყვეტს. მას შემდეგ, რაც ეს ნაწილაკები იონიზდება, წარმოიქმნება პლაზმა, რომელიც კომეტის გარშემო მაგნიტოსფეროს წარმოქმნის. კომეტა და მისი მაგნიტური ველი აყალიბებენ დაბრკოლებას მზის ქარის ნაწილაკთათვის.[6]

კუდის დაკარგვა

თუკი იონური კუდი საკმაო სიგრძისაა, მაგნიტური ველის ხაზები ერთობლივად ისეა ჩახშობილი იონური კუდის გარკვეულ მონაკვეთზე, რომ ხდება ხელახალი მაგნიტური დაკავშირება, რაც „კუდის მოძრობას“ იწვევს. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმეა დაფიქსირებული. 2007 წლის აპრილში, ენკეს კომეტას მთლიანად მოსწყდა იონური კუდი.[7][8] მსგავსი რამ დაემართა კომეტა C/2009 R1-საც 2010 წლის 26 მაისს.[9]

ანალოგები

2013 წლის 29 იანვარს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ პლანეტა ვენერას იონსფერო ზუსტად ისე გაიწელა, „როგორც კომეტის იონური კუდი მსგავს პირობებში“.[10][11]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Carroll, B. W.; Ostlie, D. A. (1996). An Introduction to Modern Astrophysics. Addison-Wesley, გვ. 864–874. ISBN 0-201-54730-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  7. The Sun Rips Off a Comet's Tail. Science@NASA (2007-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-04. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. Comet C/2009 R1 (McNaught) - Animation & Images. Remanzacco Observatory (May 30, 2010). ციტირების თარიღი: 2011-06-07.
  10. When A Planet Behaves Like A Comet. ESA (January 29, 2013). ციტირების თარიღი: January 31, 2013.
  11. Kramer, Miriam. (January 30, 2013) Venus Can Have 'Comet-Like' Atmosphere. Space.com. ციტირების თარიღი: January 31, 2013.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted