კომში
კომში, ბია (ლათ. Cydonia) — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა — ჩვეულებრივი კომში (ლათ. Cydonia oblonga).
კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5 მ აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მორკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული. შეიცავს (%-ობით): 7,22-15,06 შაქარს, 0,24-1,26 ორგანულ მჟავებს, 0,18-0,98 პექტინს და სხვა. ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ხილფაფასა და სხვა.
კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. ამრავლებენ თესლით ან ვეგეტატიურად. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვა.
ლიტერატურა
- შარაშენიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 626.