კორელა
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კორელა (იგივე ნიმფა, ნიმფა-კორელა, ლათ. Nymphicus hollandicus) — ავსტრალიური წარმოშობის კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი. გავრცელების არეალი — ავსტრალიის კონტინენტი. მათ ახასიათეთ ცხოვრების გუნდური წესი, გააჩნიათ ლაპარაკის ნიჭი. სიგრძე კუდის ჩათვლით — 30-33 სმ., მხოლოდ კუდი — 14-16 სმ., წონა — დაახლოებით 120 გრ. დამახასიათებელი ნიშანია თავზე დიდი ქოჩორი და გრძელი კუდი.
კორელას სუბჯიშები
- ალბინოსი თეთრი წითელი თვალებით. ტანი მთლიანად თეთრია, თავი და ფრთები მოყვითალო.
- თეთრი შავი თვალებით. თუთიყუში მიიღება თეთრი მამალის ნაცრისფერ დედალთან შეჯვარებით.
- ლუტინო (ყვითელი) წითელი თვალებით. ტანი ყვითელი ფერისაა, ხოლო ფრთებზე აღენიშნება თეთრი ფერის ლაქები. ლოყებზე კაშკაშა ყვითელი ლაქები.
- ღია ნაცრისფერი. თუთიყუში მიიღება ნაცრისფერი და თეთრი კორელების შეჯვარებით.
- დარიჩინისფერი. ხშირად ხდება მისი შეჯვარება ლუტინოს სუბჯიშთან, რათა მიღებულ იქნას უფრო მკვეთრი ღია ლაქები.
- მუქი ყვითელი. მომდინარეობს დარინჩისფერი სუბჯიშისგან.
- შაკისებრი. აღენიშნებათ თეთრი ფერის თავი, მოთეთრო-მოყვითალო კუდი, ფრთები და ზურგი მონაცრისფრო.
- შავფრთიანი. გააჩნია ღია ნაცრისფერი შეფერილობა, მხოლოდ ზურგი და ფრთები უფრო მუქი.
- შავი. თუთიყუში შავი და ნაცრისფერია, თავი შედარებით ღია ფერისაა, ფრთეზე აღენიშნება თეთრი ლაქები, როგორც ნაცრისფერ კორელას.
რესურსები ინტერნეტში
- ნიმფა-კორელა. ZOONEWS.GE - პორტალი ცხოველების შესახებ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted