შინაარსზე გადასვლა

კრისტიან საპატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კრისტიან ედუარდო საპატა ვალენსია (ესპ. Cristián Eduardo Zapata Valencia; დ. 30 სექტემბერი, 1986; პადილია, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „მილანში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ასევე შუეძლია თამაში უკანა მცველის პოზიციაზე. 2013 წლის მაისში გააფორმა კონტრაქტი „მილანთან“ 2016 წლამდე.[1]

საკლუბო კარიერა

უდინეზე

2005 წლის 31 აგვისტოს საპატა გადავიდა სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ „დეპორტივო კალიდან“ თანაგუნდელ აბელ აგილართან ერთად, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მიიღო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში. 2006 წლის 18 სექტემბერს მან გააფორმა ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, მისი ანაზღაურება შეადგენდა 389 000 ევროს (220 000 ევრო გადასახადების შემდეგ).[2] იმ სეზონში მან სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში[3] და მისმა ანაზღაურებამ შეადგინა 572 719,11 ევრო (320 000 გადასახადების შემდეგ).[2]

2007 წლის ოქტომბერში საპატამ ანდრეა დოსენასთან, რომან ერემენკოსთან და სიმონე პეპესთან ერთად გააფორმა ახალი კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე.[4]

2008 წლის ინვისში საპატა დაშავდა და გაუცდა 6 თვე.[5]

ვილიარეალი

2010-2011 წლების სეზონის დასრულების შემდეგ საპატა აცხადებდა, რომ მისით დაინტერესებული იყო რამდენიმე ევროპული კლუბი. 2011 წლის 12 ივლისს მან გააფორმა კონტრაქტი ლა ლიგის კლუბ „ვილიარეალთან“. 17 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ახალ კლუბში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში.

მილანი

„ვილიარეალმა“ განაცხადა, რომ საპატამ დატოვა კლუბი და იჯარით გადავიდა „მილანში“. მანამდე „როსონერიმ“ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ კონტრაქტის გაფორმების უფლება 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ. საპატამ ახალ კლუბში აირჩია 17-ნომრიანი მაისური.

საპატას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა ესპანურ გრანდ „ბარსელონასთან“ მატჩში.

2013 წლის მაისში გახდა ცნობილი, რომ „მილანი“ საპატასთან აფორმებდა კონტრაქტს. 2013 წლის 23 მაისს, საპატამ გააფორმა კონტრაქტი 2016 წლამდე.[6][7]

სანაკრებო კარიერა

საპატამ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის 2005 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატში კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში. ასევე მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 2005 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, სადაც მისი გუნდმა მე-16 ფინალში წააგო არგენტინასთან.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 26-ე წუთზე საპატამ მიიღო ტრავმა.

ტიტულები

საკლუბო

დეპორტივო კალი

კოლუმბიის ჩემპიონატი: (1): 2005

სანაკრებო

სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი: (1): 2005

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-25. ციტირების თარიღი: 2013-07-15.
  2. 2.0 2.1 Avv. Claudio Pasqualin - Sig. Cristian Eduardo Zapata Valencia Italian. TNAS of CONI (28 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 29 July 2011.
  3. 2006–07 Profile Italian. La Gazzetta dello Sport. ციტირების თარიღი: 29 July 2011.
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. http://www.calciomercato.com/english-news/ac-milan-zapata-on-permanent-deal-juventus-real-wants-pirtlo-674671
  7. http://www.goal.com/en/news/10/italy/2013/05/23/3999312/breaking-news-ac-milan-sign-zapata-on-a-permanent-basis?source=breakingnews&ICID=HP_BN_3

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted