შინაარსზე გადასვლა

კუფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუფია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ბამბუკის კუფია (Trimeresurus gramineus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  გველგესლასებრნი
ქვეოჯახი:  ჩხრიალა გველისებრნი
გვარი:  კუფია
ლათინური სახელი
Trimeresurus
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

კუფია — შხამიანი ქვეწარმავლების 2 გვარი ჩხრიალა გველისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 60 სმ-დან 2,5 მ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიასა (გვარი Trimeresurus) და სამხრეთ ამერიკაში (გვარი Bothrops). ცნობილია 80-მდე სახეობა. ჩხრიალა აპარატი არ გააცნიათ. ზოგი სახეობა ხეებსა და ბუჩქებზე ცხოვრობს. კვერცხმდებელი და კვერცხცოცხლადმშობი ფორმებია. უმრავლესობის ნაკბენი საშიშია ადამიანისათვის. ფართოდაა გავრცელებული ლაბარია (Bothrops atrox), რომელიც ტანად ყველაზე დიდია. გვხვდება ცენტრალურ ამერიკაში. ტაძრის კუფია (Trimeresurus wagleri) გავრცელებულია მალაკის ნახევარკუნძულსა და მალაის არქიპელაგზე.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კუფია&oldid=41666“-დან