ლაგუნის პროვინცია
![Лагуна на карте](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0b/Laguna_in_Philippines.svg/langka-300px-Laguna_in_Philippines.svg.png)
ლაგუნის პროვინცია (ტაგალ. Lalawigan ng Laguna) — პროვინცია ფილიპინებში, კალაბარსონის რეგიონში. მდებარეობს კუნძულ ლუსონზე მანილადან სამხრეთ-აღმოსავლეთი. პროვინციამ თავისი სახელი მიიღო ესპანური სიტყვიდან „ლაგო“ (lago) (ტბა ან ლაგუნა).
გეოგრაფია
თითქმის მთლიანად აკრავს ქვეყნის უდიდეს ტბას — ლაგუნა-დე-ბაის. ლაგუნის აღმოსავლეთ რაიონებში მდებარეობს სიერა-მადრეს მთიანეთი, რომელიც 340 კმ.-ზე ვრცელდება.
მოსახლეობა
2015 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 3 035 081 ადამიანს და ის მე-6 ადგილზე დაგას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის პროვინციებს შორის. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1600 ად./კმ², რაც ლაგუნას ერთ-ერთ ყველაზე უფრო მჭირდოდდასახლებულ რეგიონად აქცევს ფილიპინებზე. მოსახლეობის ძირითადი ენაა ტაგალური, ფართოდ არის გავრცელებული ასევე, ინგლისური ენაც.
ადმინისტრაციული დაყოფა
ოლქი შედგება 26 დეპარტამენტისა და 4 ქალაქისაგან.
ქალაქები
№ | ქალაქი (ქართ.) | ქალაქი (ორიგ.) | რაოდენობა ბარანგაები |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2010) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ბინიანი | Biñan | 24 | 43,50 | 283 396 | 6 500 |
2 | კალამბა | Calamba | 54 | 149,50 | 283 396 | 2 600 |
3 | სან-პაბლო | San Pablo | 80 | 197,60 | 248 890 | 1 300 |
4 | სანტა-როსა | Santa Rosa | 18 | 54,13 | 284 670 | 5 300 |
მუნიციპალიტეტები
№ | ქალაქი (ქართ.) | ქალაქი (ორიგ.) | რაოდენობა ბარანგაები |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2010) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ალამინოსი | Alaminos | 15 | 57,46 | 43 526 | 757,5 |
2 | ბაი | Bay | 15 | 42,66 | 55 698 | 1 300 |
3 | კაბუიაო | Cabuyao | 18 | 43,30 | 248 436 | 5 700 |
4 | კალაიანი | Calauan | 17 | 65,40 | 74 890 | 1 100 |
5 | კავინტი | Cavinti | 19 | 125,54 | 20 809 | 170 |
6 | ფამი | Famy | 20 | 53,06 | 15 021 | 280 |
7 | კალაიაანი | Kalayaan | 3 | 46,60 | 20 944 | 450 |
8 | ლილივი | Liliw | 33 | 39,10 | 33 851 | 870 |
9 | ლოს-ბანიოსი | Los Baños | 14 | 54,22 | 101 884 | 1 900 |
10 | ლუისიანა | Luisiana | 23 | 73,31 | 20 148 | 270 |
11 | ლუმბანი | Lumban | 16 | 96,08 | 29 470 | 310 |
12 | მაბიტაკი | Mabitac | 15 | 80,76 | 18 618 | 230 |
13 | მაგდალენა | Magdalena | 24 | 34,88 | 22 976 | 660 |
14 | მახაიხაი | Majayjay | 40 | 69,58 | 26 547 | 380 |
15 | ჰაგკარლანი | Nagcarlan | 52 | 78,10 | 59 726 | 760 |
16 | პაეტე | Paete | 9 | 39,47 | 23 523 | 600 |
17 | პაგსანხანი | Pagsanjan | 16 | 26,36 | 39 313 | 1 500 |
18 | პაკილი | Pakil | 13 | 46,50 | 20 822 | 450 |
19 | პანგილი | Pangil | 8 | 45,03 | 23 201 | 520 |
20 | პილა | Pila | 17 | 31,20 | 46 534 | 1 500 |
21 | რისალი | Rizal | 11 | 27,90 | 15 518 | 560 |
22 | სან-პედრო | San Pedro | 20 | 24,05 | 294 310 | 12 000 |
23 | სანტა-კრუსი | Santa Cruz | 26 | 38,59 | 110 943 | 2 900 |
24 | სანტა-მარია | Santa Maria | 25 | 108,40 | 26 839 | 250 |
25 | სინილოანი | Siniloan | 20 | 64,51 | 35 363 | 550 |
26 | ვიქტორია | Victoria | 9 | 22,35 | 34 604 | 1 500 |
ეკონომიკა
მრეწველობა წარმოდგენილია წარმოების ინსტრუმენტებით და ტექნიკით, ელექტრონიკით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებით. განვითარებულია სოფლის მეურნეობა და თევზაობა, პროვინცია მდიდარია წყლის რესურსებით და ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ძირითადი კულტურებია ბრინჯი, ტროპიკული ხილი, ბოსტნეული კულტურები და ყვავილები. მნიშვნელოვანი ადგილი ეკონომიკაში უკავია ტურიზმს.
გალერეა
-
პაგსანხანის ჩანჩქერი
-
ლილიუს ტაძარი
-
ტაძარი პაეტაში
რესურსები ინტერნეტში
- პროვინციის ოფიციალური საიტი
- ტურიზმი ფილიპინებზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- სტატისტიკის ბლოგი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ლჯპმს Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:ლაგუნა თარგი:კალაბარსონი თარგი:ფილიპინების ადმინისტრაციული დაყოფა