შინაარსზე გადასვლა

ლეო მაკ-კერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო მაკ-კერნი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლეო მაკ-კერნი ფილმში „რაიანის ქალიშვილი“ (1970)
მშობლიური სახელი Leo McKern
დაბადების სახელი რეჯინალდ მაკ-კერნი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
განათლება სიდნეის ტექნიკური სკოლა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1949-1999
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) ჯეინ ჰოლანდი (იქ. 1946–2002) (მის გარდაცვალებამდე)
შვილ(ებ)ი აბიგაილი და ჰარიეტი
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ჯილდოები თარგი:ავსტრალიის ორდენის ოფიცერი
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რეჯინალდ მაკ-კერნი (ინგლ. Leo McKern; დ. 16 მარტი, 1920 — გ. 23 ივლისი, 2002) — ავსტრალიელი მსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული ბრიტანულ, ავსტრალიურ და ამერიკულ ფილმებში, აგრეთვე 200-ზე მეტ სპექტაკლში.

მაკ-კერნი დაიბადა სიდნეიში, ნორმან უოლტონ მაკ-კერნისა და ვერა მარტინის ოჯახში. სწავლობდა სიდნეის ტექნიკურ სკოლაში.[1] 15 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა მარცხენა თვალი.[2] მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ავსტრალიის არმიაში.[3] მისი დებიუტი თეატრში შედგა 1944 წელს სიდნეიში, ხოლო პირველი კინოროლი მიიღო ფილმში „მკვლელობა კათედრალში“ 1951 წელს.

მისი განთქმული ფილმებია „მიშველე!“ (1965), „ყველა დროის ადამიანი“ (1966), „რაიანის ქალიშვილი“ (1970), „ცისფერი სავანე“ (1980), „ფრანგი ლეიტენანტის ქალი“ (1981), „ქალბატონი-ქორი“. იგი აგრეთვე მონაწილეობს ფილმების სერიის „ომენის“ პირველ და მეორე ნაწილში.

ცხოვრების პერიოდში იტანჯებოდა რიგი დაავადებებით, მათ შორის — შაქრიანი დიაბეტით. 2002 წელს გაგზავნეს ბათის მოხუცთა თავსესაფარში, სადაც იგი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. 1983 წელს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, ავსტრალიის მთავრობამ მას მიანიჭა ავსტრალიის ორდენის ოფიცრის წოდება.[4]

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1955 რობინ ჰუდის თავგადასავალი The Adventures of Robin Hood როჯერ დელისლი
1965 მიშველე! Help! უმაღლესი მოძღვარი
1966 ტფ ალისა საოცრებათა ქვეყანაში Alice In Wonderland ჰერცოგინია
1966 ყველა დროის ადამიანი A Man for All Seasons ტომას კრომველი
1970 რაიანის ქალიშვილი Ryan's Daughter ტომას რაიანი
1975 შერლოკ ჰოლმზის ყოჩაღი ძმის თავგადასავალი The Adventure of Sherlock Holmes' Smarter Brother პროფესორი მორიარტი
1976 ომენი The Omen კარლ ბუგენჰაგენი
1978 დემიენი: ომენი 2 Damien: Omen II კარლ ბუგენჰაგენი
1980 ცისფერი ლაგუნა The Blue Lagoon პედი ბატონი
1981 ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი The french lieutenant's woman ექიმი გროგანი
1983 ტფ მეფე ლირი King Lear გლოსტერი
1987 ტფ მონსინიორ კიხოტი Monsignor Quixote სანჩო ზაკასი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Leo McKern Biography (1920–2002)
  2. Australian letters. Sun Books (1957). ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2011.
  3. World War Two Nominal Roll en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2019.
  4. It's An Honour search. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2019.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted