შინაარსზე გადასვლა

ლიბანის კედარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბანის კედარი
ფაილი:Cèdre du Liban Barouk 2005.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები (Pinopsida
Burnett, 1835
)
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  კედარი
სახეობა:  ლიბანის კედარი
ლათინური სახელი
Cedrus libani A.Rich.
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 46191675
გავრცელება
ფაილი:Cedrus libani range.svg

ლიბანის კედარი (ლათ. Cedrus libani) — კედარის გვარის ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ბოტანიკური აღწერა

ლიბანის კედარი მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეა. ხელსაყრელ პირობებში მისი სიმაღლე 40-50 -ს აღწევს, ღეროს დიამეტრი — 2,5 მ-მდე. ახალგაზრდა მცენარის ვარჯი კონუსისებურია. ასაკის მატებასთან ერთად იგი ფართო, შებრტყელებულ, ქოლგისებურ ფორმას იღებს.

წიწვები მწვანედან რუხ-მოცისფრო-მომწვანომდე ფერისაა. ახასიათებს მათი კონა, რომელიც 30-40 წიწვს მოიცავს. მათი სიგრძეა 3,5 სმ. ისინი ხეზე რჩებიან ორი წლის განმავლობაში.

ორ წელიწადში ერთხელ მსხმოიარობს. მსხმოიარობას იწყებს 25-30 წლის ასაკიდან. გირჩები ცილინდრისებური ფორმისაა, ფერით ღია ყავისფერია. მათი სიგრძეა 12 სმ, ხოლო სიგანე — 4-6 სმ. თესლი სიგრძეში 15-18 მმ-ს, ხოლო სიგანეში 5-7 მმ-ს აღწევს. ისინი საჭმელად უვარგისი და ფისოვანია. ვრცელდება ქარის დახმარებით.

მერქანი მუქი რუხი და ქერცლისებურია.

მეორეული მერქანი წითელი ფერისა, მტკიცე და არომატული, მარტივი და საკმაოდ რბილია.

ლიბანის კედარი ნელა იზრდება. უძლებს მოკლე დროით დაცემულ ტემპერატურას -30°C-მდე, მაგრამ ხანგრძლივი უარყოფითი ტემპერატურის დროს იღუპება. იგი სინათლის მოყვარული მცენარეა. უძლებს გვალვებს. ნიადაგის მხრივ მომთხოვნი არ არის. ძლიერ განიცდის გადაჭარბებულ ტენიანობას.

გავრცელება და ეკოლოგია

ლიბანის კედარი იზრდება ლიბანის მთის ფერდობებზე (აქედან მოდის მისი სახელი). ველურ ბუნებაში იგი გვხვდება ზღვის დონიდან 1000-2000 მ-მდე. ბუნებრივი ზრდა-განვითარების არეალში პრაქტიკულად განადგურებულია. შემორჩენილია სულ 6 კედრის კორომში.

ტაქსონომიურად ლიბანის კედარს ზოგჯერ უკავშირებენ რამდენიმე სხვა სახეობას და მის ქვესახეობებად განიხილავენ. მაგალითად ასეთია თურქული კედარი (ლათ. Cedrus stenocoma), რომელიც ტავრის მთებშია გავრცელებული.

მნიშვნელობა და გამოყენება

წარსულში ლიბანის კედარი ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სამშენებლო მასალა, კერძოდ გემთმშენებლობაში. ლიბანის კედრით აგებული გემებით გადიოდნენ ხმელთაშუა ზღვაში ფინიკიელი ზღვაოსნები. ლიბანის კედრით იყო დამზადებული ეგვიპტის ფარაონთა გემები.

კედრის ზეთი გამოიყენება ანტისეპტიკურ საშუალებად.

ეს სახეობა კულტურაში 1683 წლიდანაა; უძველესი პლანტაციები თარიღდება XVII საუკუნის მეორე ნახევრით, ამ დროს რამდენიმე ხე დაცული იყო იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში. სამხრეთი ევროპის ბაღებში ლიბანის კედარი ფართოდ გავრცელდა.

ლიბანის კედარი ფართოდ გავრცელდა ყირიმის სამხრეთი ნაპირზე, კავკასიური შავი ზღვის სანაპიროზე, სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში.

კედარი ლიბანის ერობნული სიმბოლოა. იგი გამოსახულია გერბზე, დროშაზე, ბანკნოტებსა და მონეტებზე. აგრეთვე ლიბანის უმაღლესი ჯილდოა კედარის ეროვნული ორდენი. ლიბანში მდებარეობს სამეფო კედრების ტყე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ტაქსონომია

ლიბანის კედარი მოიცავს ორ ქვესახეობას:

  • საკუთრივ ლიბანის კედარი — Cedrus libani libani
  • თურქული კედარი — Cedrus libani stenocoma

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში