ლინდზი ლოჰანი
ლინდზი ლოჰანი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 2012 წლის 14 აგვისტო, ლოჰანი will.i.am-ის წვეულებაზე | |
დაბადების სახელი | ლინდზი დი ლოჰანი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოდელი |
აქტიური | 1989–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ლინდზი ლოჰანი (ინგლ. Lindsay Lohan; დ. 2 ივლისი, 1986) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.
ბიოგრაფია
ლოჰანმა სამოდელო კარიერა დაიწყო, როდესაც მხოლოდ სამი წლის იყო. 1998 წელს ლოჰანი გადაიღეს Disney-ს ფილმში „მშობლების მახე“. ამის შემდეგ ის კიდევ ორ ნაკლებად პოპულარულ ფილმში მონაწილეობდა. 2002 წელს ის ფილმ „გიჟურ პარასკევში“ გადაიღეს, რომელმაც ლინდზის დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მას 2004 წლის ფილმმა „ცუდი გოგოები“ მოუტანა. ამ ფილმებმა ლინდზის რამდენიმე ჯილდო მიაღებინა, მათ შორის MTV Movie Awards და Teen Choice Awards, თუმცა, ამას მოჰყვა პაპარაცებისა და ტაბლოიდების მხრიდან დიდი ყურადღება და ლოჰანი მათ მთავარ სამიზნედ იქცა.
2004 წელს ლინდზიმ გამოუშვა სადებიუტო ალბომი Speak, რომელმაც პლატინის სტატუსი შეიძინა. პირველ ალბომს მოჰყვა მეორე ალბომი A Little More Personal (Raw), რომელიც ლინდზიმ 2005 წელს გამოუშვა. მისი მეორე ალბომი ოქროს სტატუსით აღინიშნა. იმავე წელს ლოჰანი გადაიღეს ფილმში „ჰერბი“, როგორც დანარჩენი ლინდზის ფილმები, „ჰერბიც“ წარმატებული აღმოჩნდა. „ჰერბის“ შემდეგ მან 2006 წელს კიდევ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ მისი პოპულარობა მალე დასრულდა.
2007 წელს ლინდზი ავტოავარიის გამო სასამართლოებში დადიოდა და 2011 წელს კოკაინის მოხმარების და მთვრალ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო დაპატიმრებულიც კი იყო. ამან გავლენა იქონია ლინდზის შესახებ საზოგადოებრივ აზრზე. ბევრმა პროდიუსერმა თუ რეჟისორმა უარი განაცხადა მასთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩნდა. ჰქონდა კვებითი აშლილობები, რაც თავდაპირველად ბულიმიაში, შემდეგ კი ანორექსიაში გამოიხატა. თუმცა 2009 წელს ლინდზიმ სატელევიზიო ფილმში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს ლოჰანი გადაიღეს კიდევ ერთ სატელევიზიო ფილმში, „ლიზი და დიკი“, სადაც მან ელიზაბეთ ტეილორის როლი შეასრულა.
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1998 | ფ | მშობლების მახე | The Parent Trap | ჰელი პარკერი |
2000 | ტფ | რეალური ზომის | Life-Size | კეისი სტიუარტი |
2002 | ტფ | მოიფიქრე | Get a Clue | ალექსანდრა გოულდი |
2003 | ფ | გიჟური პარასკევი | Freaky Friday | ანა კოულმანი |
2004 | ფ | სცენის ვარსკვლავი | Confessions of a Teenage Drama Queen | ლოლა |
2004 | ფ | ცუდი გოგოები | Mean Girls | ქეიდი ჰერონი |
2005 | ფ | ჰერბი: სრულად ჩატვირთვა | Herbie: Fully Loaded | მეგი პეიტონი |
2006 | ფ | უბრალოდ იღბლიანი | Just My Luck | ეშლი ოლბრაიტი |
2010 | ფ | მაჩეტე | Machete | ეიპრილ ბუთი |
2013 | ფ | ელიტური საზოგადოება | The Bling Ring | საკუთარი თავი |
2013 | ფ | კანიონები | The Canyons | ტარა |
2013 | ფ | ძალიან საშიში კინო 5 | Scary Movie 5 | საკუთარი თავი |
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლინდზი ლოჰანი“ ვიკისაწყობში.
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ლინდზი ლოჰანი საიტზე MySpace
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Twitter-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted AllMusic-ზე