ლუჟიცის მთები
იერსახე
ლუჟიცის მთები | |
---|---|
ლუჟიცის მთები | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ჩეხეთი გერმანიის დროშა გერმანია |
უმაღლესი წერტილი | ლაუშე |
სიმაღლე | 793 მ |
სიგრძე | 120 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ლუჟიცის მთები (ჩეხ. Lužické hory; გერმ. Lausitzer Gebirge) — სუდეტის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი, გერმანიაში და ჩეხეთში. სიმაღლე 793 მ-მდე (მთა ლაუშე). სიგრძე დაახლოებით 120 კმ. აგებულია გრანიტებითა და ქვიშაქვებით, ზოგან ბაზალტის კონუსური გუმბათებია. უმთავრესად დაბალი სერები და ქედებია, კალთები დანაწევრებულია, მწვერვალები — მოსწორებული. თხემზე გადის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალგამყოფი. შემოსილია შერეული და წიწვოვანი ტყეებით, მთის მდელოებით.
რესურსები ინტერნეტში
- ლუჟიცის მთები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)