მალკოლმია
იერსახე
მალკოლმია (ლათ. Malcolmia) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა, ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი ბალახია. აქვს ვარდისფერი, იისფერი, იშვიათად თეთრი ყვავილები. ნაყოფი ჭოტია.
ევრაზიის ზომიერ სარტყელსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელებულია მალკოლმიის 30-მდე სახეობა, ყოფილ სსრკ-ში — 17, საქართველოში — 2. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე. ზოგი სახეობა (ლათ. Malcolmia africana, Malcolmia turkestanica და სხვა) საქონლის საკვებია. მალკოლმიას თანამედროვე სახელწოდებაა სტრიგოზელა (ლათ. Strigosella).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 390.