მამილარია
იერსახე
მამილარია (ლათ. Mammillaria) — სფერული ან მოკლეცილინდრული კაქტუსების გვარი. მათი ღერო დაფარულია მჭიდროდ მიჯრილი ბორცვებით, რომელთა წევრზე ჯგუფ-ჯგუფად სხედან მჩხვლეტი ბუსუსები და ეკლები. ყვავილები და გვერდითი ყლორტები ჩნდება ბორცვების უბეებში. ნაყოფი კენკრისებრია, მწიფდება მეორე წელს.
გვარში 350-ზე მეტი სახეობაა. იზრდება მექსიკის, ვენესუელისა და კოლუმბიის მშრალ ადგილებში, გორაკებზე ან მთებში, ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ზოგიერთი სახეობა ქმნის მოზრდილ ბალიშებს. ბევრი სახეობა დეკორატიულია, მოშენებულია ორანჟერეებსა და ოთახებში. ამრავლებენ თესლით და კალმით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 397.