მარიო ლიჩკა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მარიო ლიჩკა (დ. 30 აპრილი, 1982, ოსტრავა) — ჩეხი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი.
კარიერა
საკლუბო
ლიჩკამ მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო ოსტრავის „ბანიკში“ 2002 წელს. 2002-03 წლების სეზონში ადგილი დაიმკვირდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. იმავე სეზონში მოიპოვა ჩეხეთის ოქროს ბურთი ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“. 2003-04 წლების სეზონში „ბანიკთან“ ერთად გახდა ჩეხეთის ჩემპიონი და ითამაშა თასის ფინალში. ჩეხეთის თასის ფინალში ლიჩამ პრაღის „სპარტას“ კარში გოლის გატანა შეძლო, თუმცა ის მატჩი „ბანიკმა“ 1:2 დათმო.[1] 2004 წლის აგვისტოში გუნდთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ, ორი მატჩის ჯამში „ბანიკი“ 6-2 დამარცხდა[2][3] და ასპარეზობა უეფა-ს თასზე განაგრძო, სადაც „მიდლსბროსთან“ დამარცხდა. 2005 წლის იანვრიდან სეზონის ბოლომდე მარიო იჯარის წესით განათხოვრებული იყო იტალიურ „ლივორნოში“.
2005-2506 წლების სეზონი ლიჩკამ „სლოვაცკოში“ გაატარა, სადაც 28 ლიგის მატჩი ჩაატარა. შემდეგ სეზონში „ვესტ ჰემ იუნაიტედისა“ და „ლიდს იუნაიტედის“ მცდელობების მიუხედავად კონტრაქტი გააფორმა „საუთჰემპტონთან“, ინგლისში ლიჩკამ 2 სეზონი გაატარა. 2008 წლის ზაფხულში დაბრუნდა „ბანიკში“, სადაც ასევე 2 სეზონი გაატარა.
2010 წლის 10 ივნისს ხელი მოაწერა 3 წლიან კონტრაქტს ფრანგულ „ბრესტთან“, რომელიც უკვე ლიგა 1-ში იყო აღზევებული. მისი დებიუტი „ბრესტის“ რიგებში შედგა 2010-11 წლების სეზონის პირველ ტურში „ტულუზას“ წინააღმდეგ.[4] 2010 წლის 28 აგვისტოს მარიო ლიჩკამ გაიტანა მისი პირველი გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში, პენალტით „კანის“ წინააღმდეგ.[5] სეზონის ბოლოს ლიჩკას ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასი იყო. 2013 წლის ივლისში ლიჩკამ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სექტემბრიდან პრაღის „სლავიას“ ფეხბურთელი გახდა. „სლავიას“ მაისურით გამბრინუს ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩეხეთის თასზე 4 მატჩი. 2014 წლის ივლისიდან, ლიჩკას თანამემამულე მიხალ ბილეკის მიწვევით, იგი თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა,[6] თუმცა ბილეკის გადაწყვეტილებით კლუბი კონტრაქტის გაფორმებამდე დატოვა.
სანაკრებო
2002-2003 წლებში გამოდიოდა ჩეხეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. 2009-2010 წლებში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩაატარა 3 ამხანაგური მატჩი.
ოჯახი
მარიოს მამა, ვერნერ ლიჩა არის ყოფილი ჩეხოსლოვაკი ფეხბურთელი და ჩეხი მწვრთნელი, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და ამავე წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი. მის ძმა, მარსელ ლიჩკა წარსულში ასევე ფეხბურთელი, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის თანაშემწეა.
სანაკრებო მატჩები
მარიო ლიჩკას სანაკრებო მატჩები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
№ | თარიღი | მორინააღმდეგე | ანგარიში | ლიჩკას გოლი | ტურნირი | |
1 | 15 ნოემბერი 2009 | ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი | 0-0 (2:3 პენ.) | - | ამხანაგური მატჩი | |
2 | 18 ნოემბერი 2009 | ესკიზის შექმნის შეცდომა: აზერბაიჯანი | 0-2 | - | ამხანაგური მატჩი | |
3 | 17 ნოემბერი 2010 | დანია | 0-0 | - | ამხანაგური მატჩი |
ტიტულები
საკლუბო
- ჩეხეთის ჩემპიონი (1): 2003/04
- ჩეხეთის თასის ფინალისტი (1): 2003/04
პირადი
- ჩეხეთის ოქროს ბურთი, ნომინაცია „წლის აღმოჩენა“: 2003
კარიერა
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- სანაკრებო სტატისტიკა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ჩეხური)
- პროფილი iDNES.cz-ზე
- მარიო ლიჩკა — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ FOTBAL.CZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22.
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბაიერი ლევერკუზენი 5:0 ბანიკი ოსტრავა
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბანიკი ოსტრავა 2:1 ბაიერი ლევერკუზენი
- ↑ [http://int.soccerway.com/matches/2010/08/07/france/ligue-1/toulouse-fc/stade-brestois-29/936357/ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ტულუზა 2:0 ბრესტი]
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, კანი 0:2 ბრესტი
- ↑ ლიჩკა 32 წლის წინ და ახლა - "საუთჰემპტონის" ექსნახევარმცველი "დინამოში" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 17 ივნისი, 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 1982
- ჩეხი ფეხბურთელები
- კალეს ფეხბურთელები
- ლივორნოს ფეხბურთელები
- სლოვაცკოს ფეხბურთელები
- საუთჰემპტონის ფეხბურთელები
- ოსტრავას ბანიკის ფეხბურთელები
- ბრესტის ფეხბურთელები
- პრაღის სლავიას ფეხბურთელები
- ჩეხოსლოვაკიელი ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- დაბადებული 30 აპრილი