შინაარსზე გადასვლა

მარკო პოლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკო პოლო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოზაიკური პორტრეტი, პალაცო გრიმალდი დორია-ტურსი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება იტალიელი
საქმიანობა ვაჭარი, მოგზაური, მწერალი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მარკო პოლო (იტალ. Marco Polo; დ. 15 სექტემბერი, 1254, ვენეცია — გ. 8 იანვარი, 1324, ვენეცია) — ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური და მწერალი[2][3][4][5], ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. ვენეციელ ვაჭარ მამასა და ბიძასთან ერთად პოლო დაახლოებით 1271-1275 წლებში ზღვით მივიდა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გაიარა სომხეთის მთიანეთი, მესოპოტამია, ირანის მთიანეთი, პამირი, კაშგარი და ჩავიდა ჩრდილოეთ ჩინეთში. იუანის იმპერატორის, ყუბილაის სამსახურში ყოფნის დროს (1292 წლამდე) მოინახულა ქვეყნების სხვადასხვა მხარე. 1295 წელს წამოვიდა სამხრეთ ჩინეთიდან, გაიარა ირანი და ზღვით დაბრუნდა ვენეციაში. დაახლოებით 1297 წელს ტყვედ ჩაუვარდა გენუელებს. მისი ნაამბობი მოგზაურობაზე ჩაიწერა ტუსაღმა რუსტიჩანომ, შემდგომში ამ ჩანაწერებით შედგა „მარკო პოლოს წიგნი“ — ძვირფასი წყარო სხვადასხვა ქვეყნების გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის შესახებ. წიგნში მრავლადაა აგრეთვე ხალხური თქმულებები, ლეგენდები და ზღაპრები. წიგნი ითარგმნა დასავლეთ ევროპის მრავალ ენაზე და XIV-XVI საუკუნეების ზღვაოსნების (მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბის) კარტოგრაფებისა და მწერლების დიდი ინტერესი გამოიწვია. მის წიგნში ნახსენებია საქართველოც. ყველაზე დიდი ნაწილი ეთმობა ჩინეთს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Bergreen 2007, p. 339–342
  2. Marco Polo - Exploration - HISTORY.com. ციტირების თარიღი: January 9, 2017.
  3. Marco Polo - New World Encyclopedia. ციტირების თარიღი: January 9, 2017.
  4. BBC - History - Historic Figures: Marco Polo (c.1254 - 1324). ციტირების თარიღი: January 9, 2017.
  5. უილიამ ტეიტი, კრისტიან ისობელ ჯონსტონი (1843), Tait's Edinburgh magazine, ტომი 10, ედინბურგი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted