შინაარსზე გადასვლა

მატეუშ მორავეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატეუშ მორავეცკი
მატეუშ მორავეცკი
პოლონეთის მე-17 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2017 – 13 დეკემბერი, 2023
პრეზიდენტი  ანჯეი დუდა
წინამორბედიბეატა შიდლო

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 სექტემბერი 2016 – 9 იანვარი 2018
პრემიერ-მინისტრიბეატა შიდლო
წინამორბედიპაველ შალამახა
მემკვიდრეტერესა ჩერვინსკა

განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ნოემბერი 2015 – 9 იანვარი 2018
პრემიერ-მინისტრიბეატა შიდლო
წინამორბედიმარია ვასიაკი
მემკვიდრეჯეჟი კვეცინსკი

დაბადებული20 ივნისი, 1968 (1968-06-20) (56 წლის)
ვროცლავი, პოლონეთი
პოლიტიკური პარტიაკანონი და სამართალი
მამაკორნელ მორავეცკი
მეუღლეივონა მორავეცკა
შვილები4
განათლებავროცლავის უნივერსიტეტი
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
ვროცლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი
ჰამბურგის უნივერსიტეტი
ბაზელის უნივერსიტეტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერაესკიზის შექმნის შეცდომა:
საიტიოფიცილაური საიტი

მატეუშ იაკუბ მორავეცკი (პოლ. Mateusz Morawiecki; დ. 20 ივნისი, 1968) — პოლონელი პოლიტიკოსი, მენეჯერი, ბანკირი, ეკონომისტი და ისტორიკოსი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მას ასევე ეკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილის, განვითარების მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები. 2007-დან 2015 წლამდე ის ასევე იყო ზახოდნი ბანკის თავმჯდომარე.

კარიერა

პრემიერ-მინისტრი (2017—2023)

2017 წლის 8 დეკემბერს მორავეცკი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად,[1] ხოლო 11 დეკემბერს დადო ფიცი. მისი არჩევის შემდეგ, პირველ საპარლამენტო მიმართვაში მორავეცკიმ პირობა დადო, რომ პარტიის პოლიტიკის შეცვლის ნაცვლად, მის შენარჩუნებას განაგრძობდა.[2]

ვარშავაში მომხდარი რასისტული ინციდენტის შემდეგ, 2018 წლის იანვარში მორავეცკიმ განაცხადა: ,,პოლონეთში რასიზმის ადგილი არ არის. გოგონაზე თავდასხმა მისი კანის ფერის გამო უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლონეთი ყველსთვის უსაფრთხო ქვეყანა გახდეს."[3]

2018 წლის დასაწყისში პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატამ (სეიმმა და სენატმა) მიიღო კანონი ეროვნული ხსოვნის ინსტიუტის შესახებ, რომლის მიხედვითაც უარყოფილიქნა პოლონელების როლი ჰოლოკოსტში და ტერმინი ,,პოლონური სასიკვდილო ბანაკი" აიკრძალა. [4][5][6]

2018 წლის მარტში ახალმა პოლონურმა კანონმა აკრძალა ყველა სახის ვაჭრობა კვირა დღეს, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია დიდი სუპერმარკეტების დახურვაზე. ეს კანონი პარტიის კანონი და სამართალი დეპუტატებმა, მორავეცკის მხარდეჭრით, მიიღეს. [7][8][9][10]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები