შინაარსზე გადასვლა

მთვარის დაბნელება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:2007-03-03 - Lunar Eclipse small-43img.gif
მთვარე დაბნელების დროს

მთვარის დაბნელება — ასტრონომიული მოვლენა — მთვარის შესვლა დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე გარემოქცევისას მის ჩრდილში და თანდათან დროებით გაუჩინარება. მთვარის დაბნელება იმიტომაა შესაძლებელი, რომ მთვარე ანათებს მხოლოდ მზიდან დაცემული გამოსხივების არეკვლით.

ფაილი:Lunar eclipse-ka.svg
მთვარის დაბნელების სქემა

დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური სიშორეა დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამასთანავე მზიდან წამოსული სხივები დედამიწიდან წარმოქმნის ორი სახის ჩრდილს, ერთი ჩვეულებრივს და მეორე — ნახევარჩრდილს. ნახევარჩრდილში შესვლისას მთვარის სიკაშკაშის კლება უმნიშვნელოა. ნაწილობრივი დაბნელება იწყება მაშინ, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილში. იგი შეიძლება 334 სთ შეიძლება გაგრძელდეს. ამ შუალედის შუაში კი შეიძლება იყოს მთვარის სრული დაბნელება, 134 სთ-მდე ხანგრძლივობისა. მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობის დროს ხდება, ამასთან თუ მზე და მთვარე ე. წ. კვანძების (ცაზე მზისა და მთვარისხილულ გზათაგადაკვეთის წერტილების) ახლოსაა (არაუმეტეს 12.0°). მზე მოცემულ (აღმავალ ან დაღმავალ) კვანძს 346.6 დღე-ღამეში უბრუნდება. მთვარე კი ერთსა და იმავე კვანძში 27.21 დღე-ღამის შემდეგ გაივლის. აქედან გამომდინარეობს, რომ კალენდარულ წელიწადში მთვარის დაბნელების ხელშემწყობი პერიოდი 2-ჯერ ან 3-ჯერ არის.

მთვარის დაბნელება პერიოდულად მეორდება, რადგან 223 სინოდური თვე თითქმის უტოლდება 242 დრაკონულ თვეს. თითოეული ამ სიდიდეთაგანი დაახლოებით 18 წელს და 11 დღე-ღამეს უდრის და მას საროსი ეწოდება. საროსი ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში იყო ცნობილი. ცის მექანიკის კანონების საფუძველზე შესაძლებელია დაბნელებათა მომენტების წინასწარგამოთვლა დიდი სიზუსტით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში