მინდვრისნემსა
იერსახე
მინდვრისნემსა (ლათ. Galium verum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ენდროსებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძე 20-50 სმ აღწევს. აქვს საგველასებრ ყვავილედში თავმოყრილი კაშკაშა ყვითელი ყვავილები. გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
საქართველოში იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. იძლევა მომწვანო-მოყვითალო და წითელ (ფესვები) საღებავს. ხმარობენ ხალხურ მედიცინაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 708.