მიხეილ ჩუბინიძე
მიხეილ ჩუბინიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
აქტიური | 1939–1980 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | ფლორა შედანია |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მიხეილ დიმიტრის ძე ჩუბინიძე (დ. 28 თებერვალი, 1910 — გ. მარტი, 2006) — ქართველი საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1958), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1982).
კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, მიხეილ ჩუბინიძე 1930-1939 წლებში მუშაობდა ჯერ ჭიათურის, შემდეგ გორის და ფოთის თეატრებში. 1939 წლიდან სოხუმის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა, სადაც შედგა მისი დებიუტი მნიშვნელოვანი როლით გიორგი სააკაძე (სანდრო შანშიაშვილის დრამა „უგვირგვინო მეფენი“). მის მიერ შექმნილმა სცენურმა სახეებმა, ჯერ სოხუმში, შემდეგ კი, დევნილობის პერიოდში, თბილისში, განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი მაყურებელს. (მათ შორის: პრეზიდენტი, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“; ბახა, ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილნი“; გიჟუა, ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“; ხევისბერი გოჩა, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“; მამამზე ერისთავი, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და მრავალი სხვა). აღსანიშნავია, მიხეილ ჩუბინიძის შესრულებული კინოროლებიც (ნუგზარ ერისთავი, „ხევისბერი გოჩა“, პეტრე, „მიხა“ და სხვა).[1]
მიხეილ ჩუბინიძის მეუღლე იყო მსახიობი ფლორა შედანია.
ფილმოგრაფია
- 1964: „ხევისბერი გოჩა“ (ნუგზარ ერისთავი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1965: „მიხა“ (მამა) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
ნათამაშები როლები
- სანდრო შანშიაშვილის „უგვირგვინო მეფენი“ (გიორგი სააკაძე)
- ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ (პრეზიდენტი)
- ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილნი“ (ბახა)
- ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (გიჟუა)
- ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ ( ხევისბერი გოჩა)
- კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ ( მამამზე ერისთავი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1958: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1982: სსრკ სახალხო არტისტი
- 1998: ღირსების ორდენი
- აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
- მიხეილ ჩუბინიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მიხეილ ჩუბინიძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- მიხეილ ჩუბინიძე — kino-teatr.ru
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted