მონადირე ჰერნე
იერსახე
მონადირე ჰერნე (ინგლ. Herne the Hunter) — ინგლისურ თქმულებებში მონადირე-მოჩვენება, ხშირად — „ველური ნადირობის“ ან მიცვალებულთა ღამის პროცესიის ბელადი. დაკავშირებული მთვარესთან. მის სახელს აიგივებენ მიცვალებულთა სხვა ბელადთან, ჰერლექინთან ანუ ჰარლეკინთან (არლეკინი), და ასევე ეშმაკთან. ჰერნეს გამოსახავენ ირმის რქებიანი თავსაბურავით. ახალწარმართულ ჯადოსნობაში მას აკავშირებენ რქიან ღმერთთან, კერნუნოსთან და პანთან. წერენ, რომ ჰერნეს დღესაც ხშირად აწყდებიან ვინძორის ციხესიმაგრის მახლობლად ტყეში. მსგავსი რქიანი მონადირე-მოჩვენება გვხვდება გერმანულ და ფრანგულ თქმულებებშიც.
რესურსები ინტერნეტში
- Royal Berkshire History: Beware the Ghostly Hunt of Herne the Hunter
- Mystical Worldwide Web: The Legend of Herne the Hunter Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Independent Movie: Call of the Hunter (the legend of Herne the Hunter