შინაარსზე გადასვლა

მოპარული ახალი წლის ზღაპარი (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოპარული ახალი წლის ზღაპარი
ფაილი:2008 - December 18 - Tchiatura.jpg
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები ბუტია ბიჭი, ბებია, თოვლის პაპა, ფიფქია, ბულუმუღუნ დევი, მუზმუზელა მელა, წკაპუნა თაგვი
პრემიერა 2009
პრემიერის ადგილი თბილისი
ენა ქართული
თემა საახალწლო
ჟანრი ზღაპარი
მოქმედების ადგილი კომპიუტერული სივრცე

მოპარული ახალი წლის ზღაპარი (სრული სათაური: „მოპარული ახალი წლის ზღაპარი, ანუ ბულუმუღუნდევი გაბულუმუღუნდევებულა...“) — პიესა–ზღაპარი ერთ მოქმედებად და შვიდ სურათად, დაწერილი მიხო მოსულიშვილის მიერ 2008 წელს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრისთვის.

პერსონაჟები

  • ბუტია ბიჭი
  • ბებია
  • თოვლის პაპა
  • ფიფქია
  • ბულუმუღუნ დევი
  • მუზმუზელა მელა
  • წკაპუნა თაგვი

შინაარსი

პიესაში მოთხრობილია, თუ როგორ გადაარჩენენ მოპარულ ახალ წელს ბუტია ბიჭი და მისი მეგობრები.

ბულუმუღუნ დევი თავის მეგობარ მუზმუზელა მელიასთან ერთად მოიტაცებს თოვლის პაპას და ფიფქიას, რათა ახალი წელი გააუქმოს და სხვა დროს დანიშნოს.

ბუტია ბიჭი, მისი ბებია და წკაპუნა თაგვი, რომელიც კომპიუტერის „მაუსია“, თოვლის პაპას და ფიფქიას გადაარჩენენ და უკან იბრუნებენ ახალ წელს.

პიესის მოქმედება მიმდინარეობს კომპიუტერის მონიტორზე.

დადგმები

  • ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი. რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 18 დეკემბერს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. წარმოდგენა ნახა 3 000–მა რუსეთ-საქართველოს ომით დევნილმა ბავშვმა გორში და 2 000–ზე მეტმა თბილისში[1]. სპექტაკლი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსის ინიციატივით დაიდგა.
  • გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი[2]. რეჟისორი სოსო ნემსაძე. პრემიერა გაიმართა 2012 წლის 2 იანვარს.
  • ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი, რუსულ ენაზე (Сказка об украденном Новом годе[3]), რეჟისორი სერგეი შვედკოვი, 2012
  • ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი ეკატერინე სირაძე, პრემიერა გაიმართა 2013 წლის 20 დეკემბერს.

ჯილდო

  • 2009 წლის 27 თებერვალს მაყვალა მრევლიშვილის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით და საბავშვო ლიტერატურაში აქტიური მოღვაწეობისათვის დრამატურგი მიხო მოსულიშვილი დაჯილდოვდა საბავშვო ფონდის „ლიბოს“[4] მედლით „კიკლი-კიკლი“[5] (2008 წელს დადგმული საბავშვო პიესებისთვის მოპარული ახალი წლის ზღაპარი და ენკი-ბენკი (მხიარული დამბაჩა)).

სქოლიო

  1. [1]
  2. [2]
  3. https://archive.today/20130111081313/my.opera.com/lakbe/blog/show.dml/57328932
  4. [3] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted(საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“)
  5. [4]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

წყარო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted