მოჰამედ სალაჰი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მოჰამედ სალაჰი (არაბ. محمد صلاح غالى; დ. 15 ივნისი, 1992) —— ეგვიპტელი ფეხბურთელი. 2017 წლიდან მერსისაიდის „ლივერპულის“ მოთამაშე.
საფეხბურთო კარიერა სალაჰმა დაიწყო მშობლიურ ქვეყანაში. 2010 წელს იგი შეუერთდა „ბაზელს“, სადაც სადეიუტო სეზონში შვეიცარიის სუპერლიგა და საზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიგო. სალაჰის წარმატებულმა ასპარეზობამ უცხოური გრანდების ყურადღება მიიპყრო. 2014 წლის იანვარში იგი ლონდონის „ჩელსში“ გადავიდა 11 მილიონ ფუნტად, თუმცა პირველ სეზონში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ორჯერ იჯარით გაუშვეს იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინის“ და „რომას“ შემადგენლობაში. 2016 წლიდან „რომამ“ გამოისყიდა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტი. 2017 წელს სალაჰი „ლივერპულს“ შეუერთდა 42 მილიონ ევროდ, რის შედეგადაც გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისური კლუბის ისტორიაში. პირველი გოლი გაიტანა 12 აგვისტოს „უოტფორდის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის გახსნით ტურში. სალაჰი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობდა. თამაშის სტილის გამო მას ლიონელ მესის ადარებდნენ. ეგვიპტელმა გულშემატკივრებმა მას სიყვარულით „ფარაონი“ შეარქვეს. 2018 წლის 22 აპრილს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სალაჰი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 13 მაისს მოჰამედ სალაჰმა თავისი 32-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში და გახდა პრემიერლიგის ოქროს ბუტსის მფლობელი. 2018 წლის ივნისში სალაჰს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
მიღწევები
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბაზელი:(2)
- შვეიცარიის სუპერლიგა: 2012–13, 2013–14
ესკიზის შექმნის შეცდომა: ლივერპული:(8)
- ინგლისის პრემიერ ლიგა (1): 2019–20
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2018–19
ფინალისტი: 2017–18 - უეფა-ს სუპერთასი (1): 2019
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (1): 2019
- ინგლისის სუპერთასი (1): 2022
- ინგლისის ლიგის თასი (2): 2021–22, 2023–24
- ინგლისის ასოციაციის თასი (1): 2022
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მოჰამედ სალაჰი“ ვიკისაწყობში.
- მოჰამედ სალაჰის პროფილი ლივერპულის საიტზე
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — ფიფას ჩანაწერითარგი:დაარქივებულის ნიშანიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- მოჰამედ სალაჰი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- მოჰამედ სალაჰი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- დაბადებული 15 ივნისი
- დაბადებული 1992
- ეგვიპტელი ფეხბურთელები
- ალ-მოკავლუნის ფეხბურთელები
- ბაზელის ფეხბურთელები
- ჩელსის ფეხბურთელები
- ფიორენტინას ფეხბურთელები
- რომას ფეხბურთელები
- ეგვიპტის პრემიერლიგის ფეხბურთელები
- შვეიცარიის სუპერლიგის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- 2017 წლის აფრიკის ერთა თასის ფეხბურთელები
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ლივერპულის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები