მუღანის ვაკე
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მუღანის სტეპი)
მუღანის ვაკე, მუღანის სტეპი (აზერ. Muğan düzü) — მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი მტკვრისა და არაქსის შესართავის სამხრეთით, აზერბაიჯანში. სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ირანშია. სამხრეთით თანდათანობით გადადის ლენქორანის დაბლობში. მუღანის ვაკე ალუვიური ვაკეა, რომლის დიდი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს. ნიადაგი — მდელოსი, მდელოს რუხი, რუხ-ყავისფერი, ადგილ-ადგილ დამლაშებულია. მცენარეულობა — ნახევარუდაბნოსი. ბამბის ნათესები, საზამთრო საძოვრები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 214.
რესურსები ინტერნეტში
- Материалы для древней географии Закавказья по персидкому сочинению, «Зинет-уль-меджались». წგნ.: Известия Кавказского отдела ИРГО, т. 1, ст. 131-136, Тиф., 1872-1873г. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted