შინაარსზე გადასვლა

მშვიდობის ხიდი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი მშვიდობის ხიდი — საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო ქ. თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. მშვიდობის ხიდი მე-11 ხიდია, თბილისის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე აგებულთაგან და ერთადერთია, რომელიც თბილისში XXI საუკუნეში აშენდა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ასეთი ხიდის აშენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხიდი ყურადღებას იპყრობს ექსპრესიული მოხაზულობით, მასალითა და ტექნიკური აღჭურვილობით, მისი არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. ხიდის სეართო ღირებულებამ შეადგინა 12,5 მლნ ლარი, რომელიც გამოყო ქალაქის ბიუჯეტმა.

კოსნტრუქცია

ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი, ხოლო განათების დიზაინერი — ფრანგი ფილიპ მარტინო[1]). ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 მ² ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. სავალი ნაწილის სიგანე მდინარის თავზე 5 მეტრია, ბოლოებისკენ კი 2 მეტრამდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა.


გამოხმაურება

ხიდმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც ურბანისტულ-არქიტექტურული კუთხით, პროფესიული წრეებიდან[1][2], ისე საპროექტო-სამშენებლო პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობის კუთხით, სხვადასხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან[3][4][2]. იყო შენიშვნები და პრეტენზიები ხიდის მასშტაბთან და პროპორციებთან, ასევე მის ზედმეტად ექსპრესიულ დიზაინთან დაკავშირებით[1][2].

ლიტერატურა

  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 23, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. 2.0 2.1 2.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted