ნეტილინგის ტბა
ნეტილინგის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | კანადა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 30 მ |
სიგრძე | 123 კმ |
ფართობი | 5,066 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 132 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნეტილინგის ტბა (ინგლ. Nettilling Lake) — მტკნარი ტბა კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ბაფინის მიწის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე. ფართობით კანადის ერთ-ერთი უდიდესი ტბაა. ზედაპირის ფართობი 5066 კმ², საერთო ფართობი 5542 კმ². მაქსიმალური სიღრმე 132 მ. უდიდესი სიგრძე 123 კმ. აუიუიტუკის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთით 110 კმ-ში.
იკვებება სამხრეთით მდებარე ტბა ამაჯუაკის წყლებითა და აგრეთვე მრავალრიცხოვანი წვრილი ტბებითა და მდინარეებით. ტბის აღმოსავლეთი ნაწილი წარმოდგენილია სამი უბით, სადაც წყალი დაბალია და წარმოქმნილია არაერთი პატარა კუნძული. ნეტილინგის ტბის დასავლეთი მონაკვეთი შედარებით ღრმაა, კუნძულები არ გვხვდება. ჩამონადენი დასავლური მიმართულებით ფოქსის აუზისკენ მდინარე კუჯუაკის მეშვეობით.
დიდი ხნის განმავლობაში დაფარულია ყინულით. მიუხედავად ამისა ტბაში თევზი მაინც ბინადრობს. აღსანაიშნავია მახათასებრნი. პირველი ევროპელი, რომელმაც ტბის სანაპირო მოინახულა იყო ამერიკელი მეცნიერი ფრანც ბოასი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ნეტილინგის ტბა — კანადის ენციკლოპედია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)