ნიმბუსი (მითოლოგია)
იერსახე
ნიმბუსი (ლათ. nimbus — ღრუბელი, ნისლი) — გმირების და ღმერთების თავების ზემოთ მოთავსებული მრგვალი სინათლე, რომელიც თავიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ მზის ღვთაების ატრიბუტი იყო (სხივები). ბერძნულ ხელოვნებაში იგი ელინიზაციის დაწყების შემდეგ გვხვდება. ქრისტიანობამ სწორედ აქედან გადაიღო ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქრისტეს, წმინდა მარიამს და ყველა წმინდანს თავზე ადგას ე. წ. ნათლის გვირგვინი. [1]
სქოლიო
- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 215 - თბილისი, „განათლება“, 1972.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: