შინაარსზე გადასვლა

ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1908

ნოვოჩერკასკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — ყოფილი მართლმადიდებლური (სტაროობრიადცები) ტაძარი ნოვოჩერკასკში. ააგეს 1908 წელს. მდებარეობდა ფოსტის ქუჩაზე (ამჟამად პუშკინის ქუჩა 41).

ისტორია

XX საუკუნის დასაწყისში ნოვოჩერკასკელ სტაროობრიადცებსა და მართლმადიდებლებს შორის იგრძნობოდა დათბობა, რაც გამოიწვია იმპერატორის 1905 წლის ბრძანებულებამ, რომლის მიხედვითაც რუსეთის იმპერიის მოქალაქეებს მიენიჭათ სინდისის, სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლება. სტაროობრიადცებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ ეკლესია. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო შეამსუბუქა 1906 წლის კანონმა რელიგიის თავისუფლების შესახებ[1].

ამასთან დაკავშირებით ნოვოჩერკასკელმა კაზაკმა დიმიტრი ბაიდალაკოვმა ეკლესიის მშენებლობისათვის ფოსტის ქუჩაზე მდებარე საკუთარი ეზოს ორი ქვის სახლი დაუთმო სტაროობრიადცებს. ეკლესიის მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1907 წელს. ეკლესია შიგნიდან მოხატა მხატვარმა ივან პოპოვმა[2], რომელიც მონაწილეობდა დონის საკათედრო ტაძრის მოხატვაშიც[3]. ეკლესიის შიგნით, თანამედროვეების გადმოცემით, აღმართული იყო მოოქროვილი ლურჯი, ლამაზი კანკელი. 1908 წლის 26 ოქტომბერს, მოსკოვიდან გამოგზავნილმა სტაროობრიადცების მთავარეპისკოპოსმა იოანე კარტუშინმა ეკლესია აკურთხა, მას ეხმარებოდა ეპისკოპოსი თეოდოსი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დაანგრიეს. საინტერესოა, რომ ამავე ფოსტის ქუჩაზე ღვთისმშობლის კვართის ეკლესიიდან 300 მეტრში მდებარეობდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორი ეკლესია. ერთ-ერთი მართლმადიდებლური იყო, ხოლო მეორე სტაროობრიადცებს ეკუთვნოდა[1]. აღნიშნული ეკლესიებიც შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted