ნუგზარ არაგვის ერისთავი
იერსახე
ნუგზარ არაგვის ერისთავი (გ. დაახლოებით 1618) — არაგვის ერისთავი XVII საუკუნის I მეოთხედში. მისი ასული რუსუდანი ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძეს. 1603 აუჯანყდა კახეთის მეფეს და ქართლის მეფის გიორგი X-ს ქვეშევრდომი გახდა. 1612 წელს გიორგი სააკაძესთან ერთად ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. იგი მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში.
ნუგზარ ერისთავი გამოირჩეოდა სისასტიკით, რის გამოც ის ხალხურ ზეპირმეტყველებაში შემდეგნაირად შემორჩა: თარგი:Blockquote
წინამორბედი: — |
არაგვის ერისთავი - 1618 |
შემდეგი: ბაადურ |
ლიტერატურა
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 484.