შინაარსზე გადასვლა

პიუს VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიუს VII
ფაილი:C o a Pio VII.svg
პიუს VII-ის გერბი

პიუს VII (ლათ. Pius Septimus) ერისკაცობაში გრაფი ბარნაბა ნიკოლო მარია ლუიჯი კიარამონტი (იტალ. Barnaba Niccolò Maria Luigi Chiaramonti; დ. 14 აგვისტო, 1742, ჩეზენა — გ. 20 აგვისტო, 1823, რომი) — რომის პაპი 1800–1823 წლებში. კარდინალი 1785 წლიდან. ატარებდა ფრთხილ, ნაპოლეონის საფრანგეთისადმი შემთანხმებლურ პოლიტიკას. 1804 წელს ნაპოლეონი იმპერატორად აკურთხა, მაგრამ მალე მასთან უთანხმოება მოუვიდა და 1809 წელს დააპატიმრეს, რომში დაბრუნდა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ (1804). ამავე წელს აღადგინა იეზუიტთა ორდენი. მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას.

ლიტერატურა

წინამორბედი:
პიუს VI
რომის პაპი

18001823
შემდეგი:
ლეო XII
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=პიუს_VII&oldid=26300“-დან